ბიზნესში დარჩენილი მილიარდი ლარი – ამართლებს თუ არა ე.წ. ესტონური მოდელი

ბიზნესში დარჩენილი მილიარდი ლარი – ამართლებს თუ არა ე.წ. ესტონური მოდელი

access_time2019-10-31 20:15:24


მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა „ქართული ოცნების“ მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად მიიჩნევა. მისი შინაარსი მარტივია და მთავარი რამ, რასაც ეს მოდელი ითვალისწინებს არის გაუნაწილებელი მოგების საგადასახადო ტვირთისგან გათავისუფლება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ კომპანიის მეწილეებმა მიღებული მოგების ისევ კომპანიაში რეინვესტირება გადაწყვიტეს, ის მოგების გადასახადისგან განთავისუფლებულია. მსგავსი მიდგომით ხელისუფლება ცდილობს, რომ ბიზნესში მეტი ფინანსური რესურსი დატოვო განვითარებისთვის.


ამით ბიუჯეტს მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსავალი აკლდება, თუმცა პერსპექტივაში ზრუნავს, რომ დასაბეგრი ბაზა გაფართოვდეს, რაც შესაბამისად მომავალში საბიუჯეტო შემოსავლებსაც გაზრდის.


თავად ესტონეთში აღნიშნული რეფორმა 2000 წელს განხორციელდა, სადაც პრაქტიკამ აჩვენა, რომ თავდაპირველად ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები მცირდება, თუმცა შემდგომ პერიოდში საგრძნობლად მატულობს, იმის გამო, რომ ბიზნესმა წარმატებით აითვისა რეფორმა. საქართველოში კი რეფორმის ამოქმედებიდან ჯერ მხოლოდ 2 წელია გასული და, შესაბამისად, გადაჭარბებული მოლოდინები ვერ გვექნება, ვინაიდან თვალსაჩინო შედეგების დასადებად კიდევ რამდენიმე წელია საჭირო. მიუხედავად ამისა, მოკლევადიან პერიოდში გარკვეული პროგრესი უკვე სახეზეა.


რეგულაციის გავლენის შეფასება



პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის და რამდნიმე კვლევითი ორგანიზაციის მიერ რეფორმასთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ კონფერენცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა ბოლო დროის ინიციატივებს შორის. თუმცა, რეფორმის წმინდა ეფექტის განსაზღვრა კვლავ გამოწვევაა, რადგან ინდივიდუალური ფირმების დონეზე ჩაშლილი მონაცემები არ არის სრულყოფილი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად რეინვესტირების მოცულობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. „რეინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 2 ჯერ მეტი 657.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ასევე გაიზარდა 2018 წელსაც.


როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კვლევისთვის საკმაოდ მოკლე პერიოდი ჰქონდათ – „მიუხედავად იმისა, რომ კვლევისთვის საკმაოდ მოკლე პერიოდი გვქონდა – ეს კანონი 2016 წელს მიიღო წინა პარლამენტმა და სულ ორი წელია რაც მუშაობს – გარკვეული ტენდენციები გამოკვეთილია. უპირველეს ყოვლისა ის, რომ რეინვესტიციების მოცულობა გაორმაგებულია. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს თითქმის ორჯერ მეტია ინვესტიციების მოცულობა და 650 მილიონი დოლარს აღწევს, ზრდა 2018 წელსაც მნიშვნელოვანია. ეს არის ამ კანონის მოქმედების ერთ-ერთი მთავარი შედეგი. გარდა ამისა, იკვეთება ისიც, რომ კერძო სექტორში გაზრდილია დასაქმების და მოგების მაჩვენებლები. 2017 წელს მოგების მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით, მკვეთრად მომატებულია. ბიზნესსექტორში მნიშვნელოვანი რესურსი დარჩა. ეს არის ის თემები, რაც კვლევის მაკროეკონომიკურ ნაწილში გამოიყო“, – განმარტა კოვზანაძემ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საანგარიშო პერიოდში საგადასახადო დავებიც შემცირდა, თუმცა კიდევ დარჩა საკითხები, რისი სიღრმისეული კვლევაც მოცემულ ეტაპზე ვერ მოხერხდა.



როგორც ცხრილიდან ჩანს, უკანასკნელ 2 წელიწადში მოგების გადასახადის საპროცენტო წილი მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებში შემცირებულია, მიზეზი ესტონური მოდელის დანერგვაა. შედეგად ამ 2 წელში ბიუჯეტმა დაახლოებით 1 მილიარდის შემოსავალი ვერ მიიღო. მთავრობას მიაჩნია, რომ ბიზნესში დარჩენილი ეს 1 მილიარდი გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით მეტ სარგებელს მისცემს ეკონომიკას.


კითხვაზე გაამართლებს თუ არა ესტონური მოდელი, პასუხი ნაჩქარევია, ვინაიდან რეფორმიდან ბენეფიტების მიღება გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი. ჯერჯერობით იმ ფირმების ზუსტი გამოკვლევა არ არსებობს, რომლებიც დივიდენდების განაწილების ნაცვლად მოგების რეინვესტირებას ახორციელებენ. შესაბამისად ჯერჯერობით გარკვეულ წარმოდგენებს ვიქმნით იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც მოგების გადასახადს დააკლდა ყოველწლიურად.


bfm.ge

თეგები:
ბიზნესი



„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up