ბიზნესსექტორები მსოფლიოში, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი სარგებელი და ზიანი მიიღეს

ბიზნესსექტორები მსოფლიოში, რომელთაც 2020 წელს ყველაზე მეტი სარგებელი და ზიანი მიიღეს

access_time2021-01-06 18:00:19

არე­უ­ლო­ბის, ქა­ო­სი­სა და პა­ნი­კის პი­რო­ბებ­ში ზოგი ცვლი­ლე­ბებს ეწი­რე­ბა, ზოგი გა­დარ­ჩე­ნას ახერ­ხებს, მაგ­რამ არი­ან ისი­ნიც, ვინც უფრო ძლი­ერ­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი იყო 2020 წელი ბიზ­ნე­სის­თვის და მისი სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის­თვის. გა­მო­ცე­მა Marketwatch იმ სფე­რო­ებს ასა­ხე­ლებს, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც 2021 წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ან და­მარ­ცხე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით შეხ­ვდნენ.


პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ვი­სა­უბ­როთ მათ­ზე, ვინც, მი­უ­ხე­და­ვად 2020 წლის მარ­ტის თვის უკუს­ვლი­სა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის­გან შექ­მნი­ლი ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, ზრდა გა­ნი­ცა­დეს:


ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბი


მსოფ­ლიო მას­შტა­ბით კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ ქვეყ­ნებ­ში უკვე და­წყე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ ცხოვ­რე­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო და­აჩ­ქა­რა. მო­წო­დე­ბის - "იმუ­შა­ვეთ და იშო­პინ­გეთ სახ­ლი­დან" ნორ­მად გახ­დო­მით, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სტა­ბი­ლუ­რი მო­გე­ბა და­ი­წყეს, იმის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, რომ პან­დე­მი­ამ კი­ნო­თე­ატ­რებს, მო­ლებ­სა და სხვა ინ­დუსტრი­ებს "და­არ­ტყა". ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც S&P-ის ინ­დექსში (რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 500 ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფა­სებს აერ­თი­ა­ნებს) მხო­ლოდ 5 კომ­პა­ნი­ამ (ჯამ­ში) ინ­დექ­სის და­ახ­ლო­ე­ბით 22% შე­ად­გი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს 5 კომ­პა­ნია - Apple, Microsoft, Google, Amazon და Facebook არას­დროს ყო­ფი­ლან უოლ სტრიტ­ზე ისე­თი დო­მი­ნან­ტე­ბი, რო­გორც ახლა.


ვი­დეო სერ­ვი­სე­ბი


კი­ნო­თე­ატ­რე­ბის და­კეტვი­სა და ლო­ქ­და­უ­ნის გამო, ადა­მი­ა­ნებ­მა გარ­თო­ბის ფორ­მად ვი­დეო სა­ი­ტე­ბი აირ­ჩი­ეს. პან­დე­მი­ამ ტრა­დი­ცი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­დან ვი­დე­ო­ე­ბის და ფილ­მე­ბის ონ­ლა­ინ ყუ­რე­ბა­ზე გა­დას­ვლის ტენ­დენ­ცია და­აჩ­ქა­რა. "ნე­ტფ­ლიქ­სის" აქ­ცი­ე­ბის ფასი 3.08%-ით გა­ი­ზარ­და, რა­მაც არხს წლის პირ­ვე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 28 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი მო­უ­მა­ტა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხ "დის­ნეი +"-ს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 86.8 მი­ლი­ო­ნი აბო­ნენ­ტი მო­ე­მა­ტა და +0.01%-ით გა­ი­ზარ­და მისი აქ­ცი­ე­ბის ფასი, რაც "დის­ნე­ის­თვის" ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მისი ობი­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და პარ­კე­ბი, პან­დე­მი­ის გამო და­ი­ხუ­რა.


მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სე­ბი


პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ადა­მი­ან­თა შინ გა­მო­კეტვის გამო, მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სე­ბი, რო­მე­ლიც 2019 წელს მხო­ლოდ მო­სა­ხე­რე­ბე­ლი იყო, 2020 წელს ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი გახ­და. ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის "გრა­ბ­ჰა­ბის" "გრა­ბის" ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 0.42%-ით მო­ი­მა­ტა, მა­შინ რო­დე­საც სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 36%-იანი ზრდა მი­ი­ღო - ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რმა რეს­ტო­რან­მა მი­ტა­ნის სერ­ვი­სი და­ა­მა­ტა, რად­გან მათი ობი­ექ­ტე­ბი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ვე­ღარ მუ­შა­ობ­დნენ - ეს ტენ­დენ­ცია გლო­ბა­ლუ­რია.


სა­ში­ნაო ტრე­ნა­ჟო­რე­ბი



2020 წელს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­მაც სპორტდარ­ბა­ზე­ბი­დან შინ გა­და­ი­ნაც­ვლა - ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი ვე­ლო­სი­პე­დის მწარ­მო­ე­ბე­ლი „პე­ლო­ტო­ნი“ მო­წო­დე­ბის გამო - "ივარ­ჯი­შე სახ­ლში" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდა. წლის პირ­ვე­ლი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მათ­თვის გა­ორ­მაგ­და და თით­ქმის 2 მი­ლი­არდს მი­აღ­წია. მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ვე­ლო­სი­პე­დე­ბი და სარ­ბე­ნი ბი­ლი­კე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ოჯახ­ში აღ­მოჩ­ნდა. ასე­ვე მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და მათი გა­მომ­წე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც: თუ 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ეს რი­ცხვი 563 000 იყო, 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მი­ლი­ონ 300 ათასს მი­აღ­წია.


ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი/ნივ­თე­ბი


პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის კი­დევ უფრო დიდ­მა ნა­წილ­მა შე­ი­ძი­ნა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. ამ­ჟა­მად აშშ-ის ოჯა­ხე­ბის უკვე 67%-ს ჰყავს ესა თუ ის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი - ეს 30 წლის წი­ნან­დელ მო­ნა­ცე­მებს 56%-ით აღე­მა­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად კომ­პა­ნი­ებს, მა­გა­ლი­თად, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მო­მა­რა­გე­ბის ონ­ლა­ინ გამ­ყიდ­ვე­ლის, Chewy-ს სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2019 წლის შემ­დეგ გა­ო­თხმაგ­და.


ჩა­მოთ­ვლი­ლი სექ­ტო­რე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შემ­დგო­მი სია ბიზ­ნე­სის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც, თა­ვი­ან­თი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცვლი­ლე­ბას­თან ვერ ადაპ­ტირ­დნენ და პან­დე­მი­ის­გან ყვე­ლა­ზე დიდი ზი­ა­ნი მი­ი­ღეს.


მოგ­ზა­უ­რო­ბა


2020 წელს, სა­მუ­შაო და დას­ვე­ნე­ბის მიზ­ნით, მოგ­ზა­უ­რო­ბა მთლი­ა­ნად გა­ჩერ­და - თვითმფრი­ნა­ვე­ბი და­ცა­რი­ელ­და, აე­რო­პორ­ტე­ბი მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლა­ქე­ბად იქცა. 14 აპ­რილს ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ აშშ-ის აე­რო­პორ­ტებ­ში მხო­ლოდ 87 534 მგზავ­რი და­ა­ფიქ­სი­რა, რაც 2019 წლის იმა­ვე თა­რი­ღის მო­ნა­ცემს 96%-ით ჩა­მორ­ჩე­ბა. ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი სა­ჭი­რო­ებ­და ნომ­რებს სას­ტუმ­რო­ებ­შიც. აშშ-ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში ად­გი­ლე­ბის და­კა­ვე­ბის წილი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს 45% იყო, 2019 წლის მთლი­ა­ნი მო­ნა­ცე­მი კი - 66%. რა თქმა უნდა, კრუ­ი­ზე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა: საკ­რუ­ი­ზო კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბამ აშშ-ის პორ­ტე­ბი­დან გას­ვლა 2021 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლომ­დე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შე­ა­ჩე­რა.


მცი­რე ბიზ­ნე­სი


მკაცრ­მა ზო­მებ­მა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით და­ა­წე­სეს, სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა მცი­რე ბიზ­ნე­სებს, მა­გა­ლი­თად, აშშ-ის რეს­ტორ­ნებს, სა­ლო­ნებს, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვის სფე­როს და სხვა ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ზი­კურ სიმ­ჭიდ­რო­ვეს ით­ვა­ლის­წი­ნებს. აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, იმ 20 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან, რო­მელ­მაც აშშ-ში სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ისეთ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 500-ზე ნაკ­ლე­ბი იყო. შემ­დეგ ამ­გვა­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, აპ­რილ­სა და აგ­ვის­ტო­ში 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი სეს­ხი გა­ი­ცა.


საქ­მი­ა­ნი ჩაც­მუ­ლო­ბა


ესეც სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა: მა­შინ, რო­დე­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლია, პან­დე­მი­ის გამო, სახ­ლი­დან იმუ­შა­ვოს, რა თქმა უნდა, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად ცდი­ლო­ბენ საქ­მი­ა­ნი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მო­სის შე­ძე­ნას. 2019 წლის მარ­ტი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 2020 წელს დრო­ის ამა­ვე მო­ნაკ­ვეთ­ში აშშ-ში მა­მა­კა­ცე­ბის კოს­ტუ­მე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 62%-ით შემ­ცირ­და. ამ­გვარ ვი­თა­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სტილ­თან შე­და­რე­ბით კომ­ფორ­ტს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას - ეს ტენ­დენ­ცი­აც უკვე შე­იმ­ჩნე­ო­და, თუმ­ცა Covid-19-მა პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა. ეს კარ­გი ამ­ბა­ვია სახ­ლის მა­ი­სუ­რე­ბის და შარ­ვლე­ბის, ასე­ვე, პი­ჟა­მო­ე­ბი­სა და ხა­ლა­თე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის.


უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა


კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა პან­დე­მი­ის­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბულ ინ­დუსტრი­ებს შო­რი­საა და არა­ვინ იცის, რამ­დე­ნად სწრა­ფად აღ­დგე­ბა იგი. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, სა­ცა­ლო, სა­ო­ფი­სე და სხვა სა­ხის ქო­ნე­ბის ტი­პებ­ზე ვა­კან­ტუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რად მა­ღა­ლია. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა იმ მცი­რე სექ­ტორ­თა­გან ერთ-ერ­თია, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის ფა­სე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და.


წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი


ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ინ­დუსტრია, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­კა­ვე­ბის მიზ­ნით, მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და - ამან რე­აქ­ტი­ულ საწ­ვავ­სა და ბენ­ზინ­ზე მო­თხოვ­ნა და­წია. მწარ­მო­ებ­ლებს პან­დე­მი­ამ­დეც დის­კომ­ფორ­ტი ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი, სუს­ტი გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კი­სა და ბა­ზარ­ზე იაფი ზე­თის შეღ­წე­ვის გამო. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის და სა­უ­დის არა­ბე­თი­სა და რუ­სე­თის ფა­სე­ბის ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბი და­ე­ცა. ფა­სე­ბი აღ­დგა, მაგ­რამ თვე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­რელ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 დო­ლა­რი იკარ­გე­ბო­და, რაც ბევ­რად და­ბა­ლია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც მწარ­მო­ებ­ლებს წა­გე­ბი­სა და მო­გე­ბის თუნ­დაც მხო­ლოდ გა­თა­ნაბ­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ. ნავ­თო­ბის, გა­ზი­სა და ქი­მი­უ­რი ინ­დუსტრი­ე­ბი­დან გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში 107 000 მუ­შა­ხე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ნავ­თო­ბის გი­გან­ტებ­მა - Exxon Mobil-მა, Chevron-მა და სხვებ­მა ხარ­ჯე­ბი და სა­მუ­შაო ძა­ლე­ბი შე­ამ­ცი­რეს.


ambebi.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up