ბიზნესსახლის პროექტმა ეკონომიკის სამინისტროსთვის აქტუალობა დაკარგა

ბიზნესსახლის პროექტმა ეკონომიკის სამინისტროსთვის აქტუალობა დაკარგა

access_time2020-10-08 17:00:40

2016 წელს ყოფილი პრემიერ -მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ რევოლუციურ პროექტად წოდებული ბიზნესსახლი, დღეს ეკონომიკის სამინისტროსთვის აქტუალური აღარაა.


4 წლის წინ, ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახალი მოდელი უნდა გამხდარიყო, თუმცა დღეს ეკონომიკის სამინისტრო „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა პროექტს და შენობას, გვპასუხობს, რომ ამ ეტაპზე საკითხი ნაკლებად აქტუალურია.


მას შემდეგ, რაც ექსპრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სიმბოლური კაფსულა ჩადეს, 4 წელი გავიდა.


ბიზნესსახლი 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. დღეს, როდესაც პანდემიის გამო, ეკონომიკისა და ბიზნესისთვის ყველაზე მძიმე პერიოდია, ქართველი ბიზნესმენები 600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ერთ ჭერქვეშ ამ დრომდე ვერ იღებენ.



„ვიზრუნებთ, რომ ეს თანხა, ინვესტიცია, რომელიც ჩაიდო შენობის მშენებლობაში, არ დაიკარგოს და ბუნებრივია მოხდეს მისი სხვაგვარად გამოყენება“, — ასეთი კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესსახლთან დაკავშირებით  2019 წლის ნოემბერში. მისი განცხადებით, შენობა ახალი ფუნქციას პრივატიზების, ან სხვა რაიმე გზით შეიძენს.


მინისტრის განმარტებით, ბიზნესსახლის იდეა კვლავ აქტუალური იყო თუმცა, ამისთვის ცალკე მდგომი შენობის საჭიროება არ არსებობს.


2018 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ბიზნესსახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ მაშინ განაცხადა, რომ „ბიზნესსახლის“ მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის დასარულამდე სულ 2 თვე დარჩა, ბიზნესსახლის ბედი გაურკვეველია და 13.421 კადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენებული კარკასი კვლავ უფუნქციოდაა დარჩენილი.


ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წლის დასაწყისში გამოაცხადა, ჩაიშალა. ტენდერის შედეგები, რომლის მიხედვითაც, შპს „დაგი“ გამოცხადდა გამარჯვებულად, გასაჩივრდა. ხელახალი ტენდერი 2018 წლის სექტემბერში უნდა გამოცხადებულიყო. ახალი ტენდერის მიხედვით, ბიზნესსახლის მშენებლობის სავრაუდო ღირებულება არა 71 მილიონი იქნება, როგორც ეს წინა შემთხვევებში ფიქსირდებოდა, არამედ 55 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.


 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up