ბიზნესს პოზიტიური მოლოდინი არც 2021 და არც 2022 წელს აქვს - რა გააკეთა მთავრობამ კერძო სექტორისთვის?

ბიზნესს პოზიტიური მოლოდინი არც 2021 და არც 2022 წელს აქვს - რა გააკეთა მთავრობამ კერძო სექტორისთვის?

access_time2020-10-27 11:00:12

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება.


„კომერსანტის“ მკითხველი უკვე გაეცნო თითქმის ყველა დეპუტატის პოზიციას,  თუ რა გააკეთეს მმართველი პარტიის პარლამენტარებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარების“ სისრულეში მოსაყვანად. მათი უმეტესობა საუბრობს იმაზე, რომ მთავარი ობიექტური მიზეზი, რატომაც სწრაფად განვითარებული სახელმწიფო ვერ მივიღეთ, გლობალური პანდემიაა.   ბევრი ამბობს, რომ პროცესი კიდევ მეტ დროს მოითხოვს, ბევრმა მათგანმა კი აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც დანაპირებშია გაჟღერებული.


ამჯერად „კომერსანტი“ ბიზნესმენების მოსაზრებით დაინტერესდა, თუ როგორ აისახა მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბიზნესგარემოსა და მოქალაქეებზე. მიიღო თუ არა ბიზნესმა „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება“?

 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთ გრანდიოზულ საინვესტიციო პროექტებს ვერ ვიხსნებ. მით უმეტეს პანდემიის პერიოდში - მესმის, რომ ინვესტიციების გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა მანამდე იყო სამი წელი და სამი წლის განმავლობაში, რაღაც განსაკუთრებული ვერ ვნახეთ,  ვერც რადიკალური ცვლილებები, ვერც სასამართლო მიმართულებით. ჩემი აზრითძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს და მრავალპარტიული პარლამენტი იყოს. შეიქმნას კოალიციური მთავრობა და უფრო  მეტად იქნებიან საქმის კეთებაზე ორიენტირებული,“ - განმარტავს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია  „კომერსანტთან“ „ქართული ოცნების“ გავლილი 4 წლიანი საქმიანობის შეფასებისას.

ბიზნესმენი მთავარ აქცენტს ლარის სავალალო მდგომარეობაზე აკეთებს, რამაც მისი თქმით, ფაქტობრივად ყველა დარგის თუ საზოგადოების დღევანდელი მძიმე რეალობა განაპირობა.

„ლარი და ინფლაციის მაჩვენებლი განსაზღვრავს ქვეყანაში კეთილდღეობას და ქვეყნის  ეკონომიკურ განვითარებას. საბოლოო ჯამში, ყველაფრის განმსაზღვრელი არის ეროვნული ვალუტის კურსი. ნახეთ რამდენად მძიმე ვითარებაშია ლარი, რამდენად მაღალია ინფლაცია. ერთია, რას  საუბრობენ პოლიტიკური პარტიები, იგივე სამთავრობო ხელისუფლება და მეორეა ფაქტები - რა რეალობაშიც დღეს ვართ. ჯერჯერობით არჩევნები ვერაფერს მოიტანს და მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაშიც არაფერი იქნება, რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს. ახლა მთავარია მშვიდობით ჩაიაროს არჩევნებმა,“- განმარტავს ბიზნესმენი.


 

 „ჩვენ რესურსებიდან  გამომდინარე, 5 პროცენტზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ვერ დავგეგმავდით. მეტი  შეიძლებოდა, თუ  ნაკლები  შეიძლებოდა სიმართლე გითხრათ, არ  ვიცი,“ - ამბობს კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


ბიზნესმენი მმართველი გუნდის საქმიანობის შეფასებისას მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებზე ხაზგასმით შემოიფარგლება და აღნიშნავს რომ 5 პროცენტიანი ზრდა ნორმალური შედეგია, თუმცა მომდევნო ორი წლის მანძილზე ბიზნესს პოზიტიური მოლოდინები არ აქვს.


„2019 წლამდე ეკონომიკაში ზრდის ტენდენცია იყო -  საშუალოდ 5%, რაც შეიძლება არ იყოს  ჩვენთვის  სასურველი,  თუმცა რეგიონულ  ჭრილში მისაღებია.  რთულია ეკონომიკაზე და კეთილდღეობაზე კომპეტენტური ანალიზი - რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა როცა არის პატარა, მისი 10% - იანი ზრდა, პატარა ეკონომიკისთვის არის ძალიან დაბალი ციფრი. როდესაც დიდი ეკონომიკების ზრდა 2%-ია ეს აბსოლუტურად კარგი ციფრია იმიტომ, რომ  ის დიდი ციფრით  იზრდება.

პერიოდულად ტარდება ბიზნესის განწყობის ინდექსი, ბიზნესს პოზიტიური  მოლოდინი არც 2021 წელს და არც 2022 წელს აქვს - ეს არის ყველაზე მძიმე წლები, რაც კოვიდის ფონზე  გვექნება. ეს ჩემი მოლოდინი არ არის, ეს  არის ზოგადად ბიზნესის Confidence index-ით დათვლილი. ჩვენ არ ვიცით, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რადგან ფრონტის ხაზი მედიცინაზე გადის და არა ეკონომიკაზე. სანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს პრობლემა არ მოგვარდება, ძალიან ძნელია არჩევნების შემდგომი პერიოდის პროგნოზირება. მინდა, რომ საქართველოს შიდა ეროვნული პროდუქტი იყოს ირლანდიის დონეზე, 10-ჯერ  უფრო მეტი  ვიდრე გვაქვს, ესაა ჩემი სურვილი - თუმცა რეალობაც გასათვალისწინებელია,“ - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

 

KTW Group-ის დამფუძნებელს ზურაბ ჩხაიძეს მიაჩნია, რომ ბიზნესისთვის გარემო მოწესრიგებულია და ის ბიზნესმენი ვინც ამას არ იყენებს და სახელმწიფოს დახმარებას უმოქმედო მდგომარეობაში ელოდება, უბრალოდ სახელმწიფოს მტერია.

 

რაც დაანონსდა, რა დაპირებაც იყო თავის დროზე მმართველი გუნდისგან, იმაზე მეტი გაუკეთა სახელმწიფომ ბიზნესს. ვისაც არ უნდა, რომ ეს ყველაფერი გაიგოს, ის უბრალოდ ზარმაცია, ეზარება შრომა და ასეთ ხალხს სამწუხაროდ პირი აქვს ღია და სთხოვს სახელმწიფოს მარჩინეო,“ - ასე აფასებს კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობისდამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე მმართველი გუნდის ბოლო 8 წლიან საქმიანობას ბიზნეს-გარემოსთვის.


ჩემი ბიზნეს-საქმიანობის მანძილზე, დაწყებული შევარდნაძე-გამსახურდია-დან მახსოვს, ბიზნესის წართმევის პოლიტიკა, ხოლო 2012 წლიდან დახმარების მეტი სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროგრამებში - ეს იყო სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, „უმასპინძლე საქართველოს“, " აწარმოე საქართველოში "," დანერგე მომავალი" - რაც პირდაპირ ბიზნესზეა მორგებული4 წელიწადში გაკეთდა შეუძლებელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში კრიზისული სიტუაცია იყომე ვფიქრობ, რომ ვისაც ბიზნესის სურვილი, ნიჭი და მონდომება  ჰქონდა, ამ ხალხს და ამ კომპანიებს  საკმაოდ  წარმატებული ბიზნესი აქვს დღეს. ძირითადად ისინი მუშაობენ სოფლის მეურნეობის მიმართულებითსოფლის მეურნეობა არის რამდენიმე წელზე მორგებული განვითარება, როცა მრავალწლოვან კულტურაზე გვაქვს გათვლამაგალითად, კახეთში ერთ-ერთ სოფელში, ჯერ მხოლოდ წელს,  „დაიბადა“  11 მილიონერი, ეს  არის ატმის ჩამბარებელი და გადამამუშავებელი კომპანია, ეს არის  რეალობა,“ - ამბობს ბიზნესმენი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up