ბიზნესს იმუნიზაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

ბიზნესს იმუნიზაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

access_time2021-08-25 13:00:47

იმის გამო, რომ ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო არ არის, ბიზნესს თანამშრომლების იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ძალიან უჭირს. მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Diesel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ როგორც ხელმძღვანელს, არანაირი უფლება არ აქვს, თანამშრომელს მოუწოდოს და აცრისკენ მიუთითოს, რადგან ამას კანონი არ ავალდებულებს.


,,ვმუშაობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, კოვიდ 19-ს ვებრძოლოთ ისე, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და ვაქცინაციის პროცესშიც ჩავერთოთ, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშუალებას საკანონმდებლო ბაზა არ იძლევა. ვაქცინაცია მასობრივი პრობლემაა, რასაც ერთიანი მიდგომა სჭირდება. შესაძლებელი უნდა იყოს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები ზედმიწევნით შესრულდეს და ამავე დროს იმუნიზაციის ტემპი დაჩქარდეს. ეს რომ წარმატებით განხორციელდეს, სახელმწიფომ უნდა დაუშვას ვაქცინაციის ვალდებულება. საკანონმდებლო ბაზის არქონა არის ამ მომენტში პრობლემა. ჯერჯერობით მხოლოდ ის შემიძლია, რომ რეკომენდაცია გავუწიო თანამშრომლებს, მაგრამ ვერ ვაიძულებ აიცრან, რადგან ეს იწვევს შემდეგში სერიოზულ პრობლემას. შესაბამისად გვიწევს იურიდიული ჩარჩოების ფარგლებში მოქმედება“, - ამბობს დავით ჩხეიძე.


„მეგასპორტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ანტივაქსერული მიდგომების დრო ახლა არ არის და ზომები კანონმდებლობის დონეზე უნდა გატარდეს.



,,იმ დროს, როცა პანდემიაა და ჩვენი ფულით შემოაქვთ ვაქცინაცია, ადამიანები ჯიუტად გაიძახიან, რომ არ აიცრებიან. ასეთი მიდგომა ჩვენი დარგისთვის დამღუპველია, რადგან ეს არის სფერო, სადაც დასაქმებულს სისტემატურად უწევს მოსახლეობასთან ურთიერთობა, ასაკის და სქესის განურჩევლად. ვაქცინაცია ამ შემთხვევაში, მაღალი რისკიდან გამომდინარე, აუცილებელია. ვსვამ კითხვას: მაქვს უფლება თუ არა სამსახურიდან ან უხელფასო შვებულებაში გავუშვა თანამშრომელი, რომელიც აცრაზე უარს იტყვის? ბიზნესს თავისი განაწესი, შიდა რეგულაციები აქვს, არსებობს ნორმა, დამოკიდებულებები, რასაც ზურგს უმაგრებს კანონი და კონსტიტუცია. თავისი უფლებების გამოყენებით სხვისი უფლება რომ ილახება, რას ვაკეთებთ ამ დროს? ამაზე არავინ საუბრობს. ცხადია, რომ არ მინდა ვინმემ ამის მიზეზით სამსახური დაკარგოს, არ მაძლევს ამის უფლებას კანონი, მაგრამ ევროპის უამრავ ქვეყანაში სწორედ ასეა: აცრილი თუ არ ხარ და საბუთს არ წარადგენ, ყავას ვერ დალევ კაფეში. ჩვენც უნდა მივიღოთ ზომები, პირველ რიგში, საკანონმდებლო ბაზა უნდა დაიხვეწოს და ვაქცინაცია გახდეს სავალდებულო“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.


დავით ჩხეიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე კომპანიაში 80 ადამიანია დასაქმებული. აქედან იმუნიზაციის პროცესში თანამშრომელთა მხოლოდ 20%-ია ჩართული, რაც, მისივე შეფასებით, „კატასტროფული მაჩვენებელია“.


24 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა დადგინდა და 60 პაციენტი გარდაიცვალა.

მარი ჩიტაია





ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

გაძვირებული გადაზიდვები და შეჩერებული პროექტები - ფოთის თიზ-ის 2021 წელი

გაძვირებული გადაზიდვები და შეჩერებული პროექტები - ფოთის თიზ-ის 2021 წელი
access_time2022-01-21 10:00:17
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე “კომერსანტთან” 2021 წელსაჯამებს და აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა მიმდინარე პანდემია და პანდემიით გამოწვეული თანმხლები ფაქტორები იყო, რაც აისახა ტვირთების ტრანსპორტირების ღირებულების გაზრდაზე და...


მსგავსი სიახლეები

up