ბიზნესს, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, დიდი დრო სჭირდება რეპუტაციის მოსახვეჭად, თუმცა საკმარისია ერთი არამართლზომიერი, არაკანონიერი ქმედება, მის მყისიერად დასაკარგად - სოსო არჩვაძე Credit Suisse-ს მენეჯმენტის ცვლილებებზე

ბიზნესს, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, დიდი დრო სჭირდება რეპუტაციის მოსახვეჭად, თუმცა საკმარისია ერთი არამართლზომიერი, არაკანონიერი ქმედება, მის მყისიერად დასაკარგად - სოსო არჩვაძე Credit Suisse-ს მენეჯმენტის ცვლილებებზე

access_time2022-08-22 13:37:46

„ბანკში აღმასრულებელ დირექტორად, ფინანსურ და საოპერაციო ოფიცრებად, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ახალი სახეები ინიშნებიან. იმედია, ახალი სტაფი სრულად გაითვალისწინებს წინამორბედთა შეცდომებს და შეეცდება ბანკის შერყეული რეპუტაციის აღდგენას და საბანკო საქმიანობისა და კლიენტთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფას“- წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე Credit Suisse-ს მენეჯმენტის ცვლილებების შესახებ.



მისი თქმით ბიზნეს-ურთიერთობებში რეპუტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სფეროში, სადაც ბანკის იმიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც კლიენტების მოზიდვის, ისე ფინანსური ოპერაციების წარმატების უზრუნველყოფაში.




„საქმიან, ბიზნეს-ურთიერთობებში რეპუტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. - ფირმისა და მისი ხელმძღვანელობის იმიჯი, რენომე არანაკლებ კაპიტალტევადი და კაპიტალმფორმირებადი აქტივია, ვიდრე უშუალოდ ფინანსური რესურსი ან საწარმოო კაპიტალი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო სფეროში, სადაც ბანკის იმიჯს უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც კლიენტების მოზიდვის, ისე ფინანსური ოპერაციების წარმატების უზრუნველყოფაში.
აღნიშნული ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დადასტურდა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მიმართებაში, რომელიც ბოლო თვეებში მის ერთ-ერთ მსხვილ დეპოზიტართან ბიძინა ივანიშვილთან წამოწყებულ „ბრძოლაში წესების გარეშე“ თავისავე დაგებულ მახეში გაიხლართა და რეპუტაციულთან ერთად მძიმე ფინანსური ზარალი განიცადა. ამაში სწორედ ბანკისა და მასთან აფილირებული სტრუქტურების მენეჯმენტის არამართლზომიერი ქმედების, სასამართლო დავებისა და სკანდალების შედეგია, რომელთა წამოწყება Credit Suisse-ს მხოლოდ 2022 წლის მეორე კვარტალში 1.65 მილიარდი დოლარის ზარალად დაუჯდა. ამგვარი შედეგი დგება, როდესაც მენეჯმენტი უგულვებელყოფს საბანკო საქმიანობის პრინციპებს, სამართლიანობას და ბოროტად იყენებს კლიენტის ნდობას. არადა, მოპოვებულ რეპუტაციას, სახელს გაფრთხილება უნდა, რომელიც პოლიტკონიუნქტურას ფეხს აყოლილმა ბანკმა სწრაფად გაფლანგა.



ასეთ პირობებში დღის წესრიგში დადგა Credit Suisse-ს მენეჯმენტის ცვლილებები. - ბანკში აღმასრულებელ დირექტორად, ფინანსურ და საოპერაციო ოფიცრებად, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ახალი სახეები ინიშნებიან. იმედია, ახალი სტაფი სრულად გაითვალისწინებს წინამორბედთა შეცდომებს და შეეცდება ბანკის შერყეული რეპუტაციის აღდგენას და საბანკო საქმიანობისა და კლიენტთა კანონით გათვალისწინებული ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და უზრუნველყოფას. ბიზნესს, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, დიდი დრო სჭირდება რეპუტაციის მოსახვეჭად, თუმცა საკმარისია ერთი არამართლზომიერი, არაკანონიერი ქმედება, მის მყისიერად დასაკარგად.



ბიზნესი, მით უფრო საბანკო, საქართველოში ისე არასდროს ყოფილა განვითარებული, როგორც შვეიცარიაში, თუმცა რეპუტაციული ფაქტორის მნიშვნელობა და მისი დაკარგვის საფრთხის ალბათობა კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ჩვენს წინაპრებს. ქართულ ანდაზის „ტაშტი გატყდა, ხმა გავარდა“, მნიშვნელობა გლობალიზაციისა და საყოველთაო ინტერნეტიზაციის პირობებში კიდევ უფრო აქტუალური და გასათვალისწინებელი ხდება...“- წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up