ბიზნესპალატის ორგანიზებით, ღონისძიება - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ - გაიმართა

ბიზნესპალატის ორგანიზებით, ღონისძიება - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ - გაიმართა

access_time2022-10-08 15:55:21

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბინზესპალატის ინიციატივითა და ორგანიზებით, საინფორმაციოსახის ღონისძიება - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესპალატის მმართველმა გუნდმა - პირველი ვიცე-პრეზიდენტის, დავით ცირდავასხელმძღვანელობით - დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ინფორმაცია ბიზნესპალატისმიზნების; შესაძლებლობების; სტრუქტურის; დღეის მდგომარეობით, 46 ქვეყნის ფარგლებში არსებული 13 საპატიო კონსულის წარმომადგენლობისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.


„ვფიქრობ, დადგა დრო, ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ბიზნესპალატის არა მხოლოდ ძლიერისტრუქტურა და ფართომასშტაბიანი წარმომადგენლობა, ასევე მიზნები, უსაზღვროდ დიდიშესაძლებლობები და რაც მთავარია, მიმდინარე, ფართომასშტაბიანი პროექტები. ჩვენთვისმნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბინზესი, არამედ სოციალური და კულტურული ღონისძიებები. ბიზნესპალატის შესაძლებლობები, ფაქტობრივად, უსაზღვროა, რადგან ვაერთიანებთ, მსოფლიოსმასშტაბით, უამრავ ორგანიზაციას, იქნება ის კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელი. ჩვენ ვქმნითნდობაზე დაფუძნებულ კავშირებს, რასაც საფუძვლად უდევს ის მიღწევები, რომლებიც ბიზნესპალატასდაარსებიდან დღემდე გააჩნია,“ - აღნიშნა დავით ცირდავამ.

ღონისძიების - „აბრეშუმის გზა მუდმივი განვითარებისთვის“ - ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებასბიზნესპალატის სხვა ხელმძღვანელმა პირებმაც მიმართეს.


როგორც აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბინზესპალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარინაზურაბიშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია აერთიანებს სხვადასხვა ეთნოსის, კულტურის და მრწამწისქვეყნებს, სერთო საქმის და მიზნების ირგვლივ.



ბიზნესპალატის საინვესტიციო დირექტორის, ვლადიმერ ლურსამანაშვილის თქმით, აღნიშნული გეგმების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა ორგანიზაციას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.


„ეს ღონისძიება ჩვენი ბიზნესპალატის ახალი განაცხადია ჩვენი ამბიციური გეგმებისა და უკვეგადადგმული ნაბიჯების შესახებ. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ დიდიპასუხისმგებლობა და გამოწვევაა, გავწიოთ ის კოლოსალური ძალისხმევა, რომელიც ამ ყველაფერსსჭირდება“. - განაცხადა ვლადიმერ ლურსამანაშვილმა.


ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბიზნესპალატის დამოუკიდებელ ექსპერტთასაბჭოს ხელმძღვანელმა, თამარ კერძაიამ. მისი განმარტებით, სწორედ საბჭოს კომპეტენციაა, დაადგინოს ისსფეროები, სადაც ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება.



მოწვეული სტუმრების წინაშე, ასევე, წარდგნენ ბიზნესპალატის ვიცე პრეზიდენტები - გიორგი ოთარიძედა მუსა დემირკაზიკი - და  საპატიო კონსულები სხვადასხვა ქვეყნიდან. ცნობისთვის, მუსა დემირკაზიკი ბიზნესპალატის მმართველ გუნდს ახლახან შემოუერთა. როგორც თავად აღნიშნა, ორგანიზაციაში ვიცე პრეზიდენტის პოზიციის დაკავება მისთვის დიდი პატივია. ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესპალატა წარმატებულად გაართმევს თავს დასახული მიზნების ასრულების პროცესს და უამრავ წარმატებულ პროექტს ჩაუყრის საფუძველს.


ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი შეფასებები გააჟღერა ქუვეითის კონსულმა, ორაიფან ჰამადალორაიფანმაც. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ქუვეითის 30-წლიანი დიპლომატიურიურთიერთობა აკავშირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. შესაბამისად, აზიისა და სპარსეთის ყურისქვეყნების ბიზნესპალატა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, კონსულმაუახლოეს პერიოდში საქართველოში ვიზიტი დააანონსა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესპალატასთანერთად, ფართომასშტაბიან პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები გაიმართება


აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „აბრეშუმისგზა მუდმივი განვითარებისთვის“ - ფარგლებში, პირველი ვიცე პრეზიდენტის, დავით ცირდავასხელმძღვანელობით, 3 სახის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა:


  • მწვანე ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, ბიზნესპალატამურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ინვესტორ ჯიჰან უსტუნდაგთან;
  • კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმიგაფორმდა ბიზნესპალატასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას შორის;
  • ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ჯეესიბერიასა“ და სავაჭრო პალატას შორის.


ბიზნესპალატის საპატიო ელჩების, ინვესტორებისა და პარტნიორების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდასაგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბალექსიძე, ასევე, საქართველოს კულტურისა და სპორტის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლიგივიაშვილი, აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი - ლევან თევზაია, ასევე, მედიის, ინფლუენსერ მარკეტოლოგებისა და სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლები.


„ჩემი მიზანი იყო, უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ბიზნესპალატის, მისი საქმიანობისა და სამომავლოგეგმების შესახებ. მათ ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვთ. ამ კუთხით, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია დაშესაძლოა, სამომავლოდ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ,“ - განაცხადა ზურაბ ალექსიძემ.



აღსანიშნავია, რომ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა 46 ქვეყანას, მათ შორის,  საუდისარაბეთს,  ქუვეითს, ბაჰრეინს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანის სასულთნოსაერთიანებს.

ორგანიზაცია ხელს უწყობს: უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ქართული კომპანიების მიერკაპიტალის დაბანდებას, როგორც აზიის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში; საერთაშორისო კავშირებისგანვითარებას; არსებული საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას; ახალგაზრდული გაცვლითიპროგრამების - პლატფორმების ფორმირებას; საქართველოს ცოდნის ექსპორტიორად ჩამოყალიბებასა დამისი შესაძლებლობების წარმოჩენას.

ბიზნესპალატის შექმნის იდეა, ასევე, ეფუძნება საქართველოს გეოპოლიტიკური შესაძლებლობებისგონივრულ გამოყენებასა და ქვეყნის სავაჭრო დერეფნად ჩამოყალიბებას - საინვესტიციო, სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების განვითარების მიზნით.

 

 



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up