ბიზნესომბუდსმენს 2016 წელს ბიზნესმენებმა 339 განცხადებით მიმართეს

ბიზნესომბუდსმენს 2016 წელს ბიზნესმენებმა 339 განცხადებით მიმართეს

person access_time2017-04-19 10:20:51

ბიზნესომბუდსმენის აპარატში  2017 წლის 1 კვარტალში   96 განცხადებაა შესული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატისადმი მომართვიანობა არ გაზრდილა და   დინაკიმა თითქმის იგივეა- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი რადიო "კომერსანტთან" აცხადებს. 

 


თვეების მიხედვით მიმართვიანობის სტატისტიკა შემდეგია: იანვარი - 22, თებერვალი - 45, მარტი - 29.  რაც შეეხება 2016 წელს აპარტში შევიდა - 339 განცხადება, და შედგა - 717 შეხვედრა. ძნელაშვილის მტკიცებითვე, სხვადასახვა სახელმწიფო უწყებების მიერ გაზიარებული იქნა ბიზნესომბუდსმენის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების, დასკვნების და შუამდგომლობების დაახლოებით 85 %.



რაც შეეხება პრობლემატურ თემებს, ბიზნესომბუდმენის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით,


მომართვიანობის თემატიკა შესაძლებელია დავყოთ 2 ძირითად ჯგუფად:


ა) საგადასახადო საკითხები, მათ შორის: საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის მართლზომიერების შესწავლა, საქონლის გაფორმებისას იმპორტის გადასახდელების გადახდევინების საკითხი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის და რეგულისრების საფასურის საკითხები, ასევე საგადასახადო საკანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნები. ხშირად მოგვმართავენ კონსულტაციებისთვისაც საგადასახადო საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორი და დროული კონსულტაცია საგადასახადო საკითხებზე.



ბ) არასაგადასახადო საკითხები, მათ შორის: სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში მონაწილეობა/სატენდერო პირობების დარღვევა; არაჯანსაღი კონკურენციის აღკვეთის მოთხოვნა; ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიის გაცემა, ცვლილება და პირობების შესრულების შეუძლებლობა; ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების მიერ გამოცემული ქტებისა და განხორციელებული ქმედებების მართლზომიერების შესწავლა; სახელმწიფო ქონების განკარგვის საკითხები (პრივატიზება, იჯარა, ადგილმონაცვლეობა).


ირკვევა, რომ გარდა კონკრეტული ქეისების შესწავლისა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუშაობს როგორც სხვა უწყებების მიერ მომზადებული კანონპროექტების სამართლებრივ ექსპერტიზაზე, ასევე ამზადებს და სახელმწიფო უწყებებს წარუდგენს საკუთარ ინიციატივებს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებაზე.

 



საკუთარი ინიციატივები:



შეჩერებული სამშენებლო ობიექტებისთვის დაწესებული დღგ-ის შეღავათის მოქმედების ვადის დამატებით 2 წლით გაგრძელება;


ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის თანხაზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის დაშვება;


დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაკარგული/განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესაძლებლობის დაშვება;

 

ლუდზე აქციზის სტრუქტურის ჰარმონიზება და განაკვეთის ოპტიმიზაცია;


ცალკეული ძირითადი საშუალებების მიმართ იმპორტის დღგ-ს საშეღავათო ვადების გავრცელება;


სალიზინგო კომპანიების მიერ ლიზინგით გაცემული ავტომობილების მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრების სისტემის ცვლილება;


საკუთრების უფლების დაცვის ადმინისტრაციული წესის (ე.წ „გამოსახლების საპოლიციო წესის") აღდგენის საკითხი;


უცხო ენაზე შესრულებული რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების თარგმნის/ტრანსლიტერაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება.

 

სხვა უწყებების მიერ მომზადებული კანონპროექტები:

 

"საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი (ქულების სისტემა - სადისტრიბუტორო ბიზნესის თემა);


"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი (დაჯარიმება ხმაურის ნორმის გადაჭარბებაზე (სასტუმროების, კლუბების და რესტორნების თემა));


„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები;


საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები.


 




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...


მსგავსი სიახლეები

up