ბიზნესომბუდსმენმა ჯერ პატივი უნდა სცეს ქართულ კანონმდებლობას და მერე უნდა ეცადოს მის დაცვას

ბიზნესომბუდსმენმა ჯერ პატივი უნდა სცეს ქართულ კანონმდებლობას და მერე უნდა ეცადოს მის დაცვას

access_time2017-11-04 20:00:47

საქართველოში შვედური ბრენდის H&M-ის მაღაზიაზე გაკეთებულ ქართულენოვან წარწერას — „ჰ და მ“  საზოგადოებაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა. ფაქტს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი. 


„ამიტომ ვამბობდი, რომ სასაქონლო ნიშნების სახის და ფორმის შეცვლა დაუშვებელია! არ დამიჯერეთ და აი შედეგიც. იარეთ ახლა ჰ და მ-ში. გაიგეთ, რომ სასაქონლო ნიშანი არ არის წარწერა, რომელიც უნდა წაიკითხო და გაიგო, სასაქონლო ნიშანი არის გამოსახულება, რომელიც უნდა აღიქვა, დაიმახსოვრო და რომელიც უნდა ასოცირდებოდეს გარკვეულ ხარისხთან/სტანდარტთან', -  წერს ძნელაშვილი facbook-ის პირად გვერდზე.


არადა, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კომერციულ ობიექტებზე სახელმწიფო ენაზე წარწერა სავალდებულოა.  კანონი 1998 წლიდან მოქმედებს. კანონის თანახმად,  აბრაზე წარწერა, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება უცხოურ ენაზეც შესრულდეს, თუმცა იმ პირობით, რომ უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას. ამავე კანონით, ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.


სარეკლამო აბრის განთავსების წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება. H&M-ის შემთხვევაში კანონი ზუსტად შესრულდა. 


H&M-ის მაღაზიაზე ქართულენოვანი წარწერის ფაქტს გამოეხმაურა ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირიც. როგორც ის სოციალურ ქსელში ბრენდს ქართულენოვანი წარწერისთვის მადლობას უხდის. „კომერსანტი“ გოგა ჩანადირის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


„დავიწყებ მადლობით - ცნობილი კომპანია „ჰ და მ“ (ლათინურად H&M) 30 ნოემბერს თბილისში მაღაზიას ხსნის. მან გარეფასადზე აბრები უკვე დაკიდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართულია. მადლობას სწორედ ამის გამო ვუხდი.



დიახ, ამ საერთაშორისო (შვედეთიდან) ბრენდმა პატივი სცა სახელმწიფო ენასა და კანონს რეკლამის შესახებ. უკვე მეორე დღეა, ამ ამბავმა ქილიკი და უკმაყოფილებაც კი გამოიწვია.


აი, როდიდან გახდა ქართული დამწერლობა ან კანონის დაცვა დასაცინი?

ძალიან უხერხულია.

ახლა განვმარტავ: კანონი დაწესებულებებს სახელის თარგმნას არ ავალდებულებს. მაგალითად, თუ არის Head and Shoulders, მას გარეაბრაზე შეუძლია დააწეროს ქართული ასოებით ისე, როგორც იკითხება - „ჰედ ენდ შოლდერსი“ და არა როგორც იწერება „ჰეად ანდ შოულდერს“(ი), მაგრამ არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ლათინური ასოებით არ უნდა დაიწეროს.


ბრენდის საკუთარი სახელის თარგმნას კანონი არ ითხოვს.


ცუდად ჟღერსო, კრიტიკოსები ამბობენ.


თუ ცუდად ჟღერს, ჩვენი ბრალია? ეს ხომ ჩვენი მოგონილი სიტყვები არ არის? ისე ვწერთ, როგორც წარმოითქმის. რაც შეეხება ჰდამ-H&M-ს - ეს შვედური კომპანიაა. სრული სახელია Hennes & Mauritz, რაც ნიშნავს ქალის და კაცის. შემოკლებით H&M კიდევ ერთხელ ვიტყვი, კანონი ბრენდს არ სთხოვს ქ და კ-ს, ანუ, სახელის გადმოქართულებულად დაწერას. ამიტომ, არც ეს შემთხვევაა საქილიკო.


დედანში H&M იკითხება როგორც ჰაუნდემი, ხოლო ინგლისურად წარმოსთქვამენ „ეიჩენდემი“-ს.


თუ მაინცდამაინც ისე უნდა დავწეროთ, როგორც წარმოითქმის, მაშინ ჰაუნდემი იქნება, რადგან მწარმოებლის სახელია. ხოლო თუ ქართულით მივყვებით, მაშინ ლოგიკურად, ჰოედამანი იქნება. აბრევიატურა საკუთარ ენაზე მორგებას იტანს, ისევე, როგორც ინგლისურმა „ეიჩენდემი“ მოირგო. რატომაც არა? დავუძახოთ „ჰოედამანი“.


და კიდევ, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადაც „ჰოედამანი“ შედის, მცირე ხნის შემდეგ მას უფრო ცნობილი ბრენდები მიჰყვებიან.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბრენდს სახელმწიფო ენის პატივისცემისთვის. ახლაც მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ამის გამო იქილიკა, დასცინა, გესლი გადმოანთხია და თან, კანონიც დაიწუნა“,  წერს გოგა ჩანადირი facebook-ის საკუთარ გვერდზე.


ფოტო  გოგა ჩანადირი


„კომერსანტი“




ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი ტერორშია

ზაზა ოქუაშვილი – თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი  ტერორშია
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები შესაძლოა აიკრძალოს
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up