ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან  რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს

ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს

access_time2020-06-22 22:19:16

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ აუზებისა და ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებთან შექმნილი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.



შეხვედრას 30-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.



შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ რეგულაციებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება.




„გრძელდება სამუშაო პროცესი სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან და გახსნის კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. რჩება შესათანხმებელი საკითხები სტანდარტებსა და რეგულაციებზე, რაც არის აუცილებელი წინაპირობა აღნიშნული სექტორის გასახსნელად. მას შემდეგ, რაც მოხდება შეთანხმება რეგულაციებზე, ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმებს ობიექტებს და დავრწმუნდებით, რომ სპორტული კომპლექსები იცავენ ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს, უმოკლეს ვადებში მოხდება ამ სექტორის ამუშავება,“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.



საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი.








რა არის „15-წუთის ქალაქები“ და როგორ შეცვლიან ისინი ჩვენს ცხოვრებას მომავალში

რა არის „15-წუთის ქალაქები“ და როგორ შეცვლიან ისინი ჩვენს ცხოვრებას მომავალში
access_time2021-09-19 16:00:51
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, არაერთ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, შემოიღეს კომენდანტის საათი, შეიზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება, ადამიანებს სახლიდან შორს წასვლა აეკრძალათ და სხვა. შედეგად კი, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა იმაზე გაცილებით მოკლე დისტანციას გავდივართ ყოველდღე, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. ამასთან, ავტომობილებით ნაკლებად გადაადგილებამ ჰაერის გაჯანსაღება და ქაოტური...

,,წისქვილები დილემის წინაშე დგანან - უნდა გაჩერდე, ან ფქვილის იმპორტზე გადახვიდე“

,,წისქვილები დილემის წინაშე დგანან - უნდა გაჩერდე, ან ფქვილის იმპორტზე გადახვიდე“
access_time2021-09-19 14:00:06
მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იზრდება. პარალელურად კი, რუსეთში იზრდება მცურავი ბაჟის მოცულობაც. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა და ოქტომბრის ბოლოდან, წისქვილ-კომბინატები დგებიან რეალობის წინაშე, როცა ან ფქვილის იმპორტზე უნდა გადავიდნენ, ან მუშაობა შეაჩერონ. სილაგავას თქმით, ფქვილის იმპორტზე მასობრივი გადასვლა, კომპლექსურ პრობლემებს...

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა
access_time2021-09-19 12:00:38
“გაზის მარაგები რუსეთში მსოფლიოში ყველაზე დიდია, ისინი 100 წელზე მეტი ხნისათვისაა საკმარისი”, – ამის შესახებ “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს კონგრესის 24-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა 14-17 სექტემბერს, შერეულ ფორმატში. ”გაზის რეზერვები რუსეთში, გაზპრომის გაზის რეზერვები, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ჩვენ არ შევხვდებით პრობლემებს ჩვენს რეზერვებთან დაკავშირებით...

Heidelberg-ი გარემოსდაცვით ვალდებულებებზე: შეუძლებელი იყო მომზადებულები შევხვედროდით

Heidelberg-ი გარემოსდაცვით ვალდებულებებზე: შეუძლებელი იყო მომზადებულები შევხვედროდით
access_time2021-09-19 11:00:16
1-ელი ივნისიდან ამოქმედებული გარემოსადცვით რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო „ჰაიდელბერგ ჯორჯია“ 30 000 ლარით დაჯარიმდა. 10 000 ლარი კომპანიამ უკვე გადაიხადა, დარჩენილ ჯარიმაზე კი საქმე სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის იურიდიული დირექტორი განმარტავს, ჯარიმა არასამართლიანია, რადგან კერძო სექტორმა ახალი კანონმდებლბის აღსრულება შესაბამისი დოკუმენტების დაგვიანებით გამოქვეყნების გამო ვერ შეძლო. „კერძო სექტორი ახალ გარემოდაცვით რეგულაციებს...

,,ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული, 300 დოლარი უკვე გადალახა“- როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე

,,ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული, 300 დოლარი უკვე გადალახა“- როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე
access_time2021-09-19 10:00:41
მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იზრდება. ტენდენციის ასახვას საქართველოში 1 თვის შემდეგ უნდა ველოდოთ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით, ახლა გაძვირების ასახვას ხორბლის მარაგები აზღვევს. ,,სამწუხაროდ, ფქვილზე ფასები მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია, თუმცა, ჩვენ ორ თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up