ბიზნესომბუდსმენმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ბიზნესომბუდსმენმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

access_time2020-05-21 17:14:07

ბიზნესომბუდსმენის აპარატი შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ განხილვებს აგრძელებს. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.



დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.



იმსჯელეს სავალუტო ჯიხურების გახსნის ვადების დაჩქარებისა და ობიექტებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ რეგულაციებზე.



ვიდეო ჩართვაში ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი ნინო ქავთარაძე, ასოციაციის თავმჯდომარეები რატი მაღლაკელიძე, რეზვა ყულოშვილი, პაატა ჩუბინიძე და ასოციაციის წევრი კომპანია „სოფთ ლოუნის" წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ.



ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთვება.



საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით ყველანაირი საფინანსო მომსახურების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.



„ვალუტის გადამცვლელი ობიექტები არიან მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებლები და როგორც დღეს მათგან მოვისმინეთ, ყოველდღიურად მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის შემუშავდება ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები და ცხადია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მხარს დაუჭერს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის გახსნა მოხდეს დროულად. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გახსნა იყოს მდგრადი და სექტორში მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული სტანდარტების დანერგვა და დაცვა.“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.








კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე

ვერის უბნიდან – ხაშმამდე, ფეხბურთიდან – ღვინომდე! – ამბავი “თედო პაპას მარანსა” და საუკუნოვან მემკვიდრეობაზე
access_time2020-05-30 10:00:22
ყოველთვის ეგონა, რომ ფეხბურთელი გამოვიდოდა. ოთო მენაბდიშვილი შვიდი წლიდან ვარჯიშობდა, “ნორჩი დინამოელიც” იყო და პროფესიონალურ ლიგაში თამაშზე ოცნებობდა. მაგრამ, ჩვიდმეტი წლის ასაკში, მოულოდნელად ტრავმა მიიღო და შუაგულ ვერიდან – სოფელ ხაშმში გადაინაცვლა, სადაც ოჯახური ტრადიციის გაცოცხლებას მიჰყო ხელი. დღეს მეღვინეა. ოცი წლის ოთო მენაბდიშვილი “თედო პაპას მარანსაც” უძღვება, სწავლობს და ნახევარ განაკვეთზე, “ლიბერთი” ბანკშიც ასწრებს მუშაობას. ვაზის სიყვარული მემკვიდრეობით ერგო. ოთოს და ღვინის...

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...


მსგავსი სიახლეები

up