ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში: ბიუროკრატიის გამო ბიზნესი ყველაზე ხშირად შუამდგომლობას ბათუმის მერიასთან გვთხოვს

ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში: ბიუროკრატიის გამო ბიზნესი ყველაზე ხშირად შუამდგომლობას ბათუმის მერიასთან გვთხოვს

access_time2019-05-25 15:36:04

ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში ტარიელ გიორგაძემ მონაწილეობაა მიიღო აჭარის ა/რ მთავრობისა და ადგილობრივი ბიზნესის შეხვედრაში. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს გაეცნოთ აჭარის საინვესტიციო პოტენციალი და რეგიონში არსებული ბიზნეს გარემო.

ტარიელ გიორგაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარაში ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობაზე და აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ პრობლემურ საკითხებზე.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2018 წლის სექტემბრიდანაა აჭარაში წარმოდგენილი და ამ პერიოდის განმავლობაში 50 საქმეზე ვიმუშავეთ. პრობლემური
საკითხების უმრავლესობა მშენებლობასა და ინფრასტუქტურის სფეროებიდან გვაქვს და ბიუროკრატიის გამო ბიზნესი ყველაზე ხშირად შუამდგომლობას ბათუმის მერიასთან გვთხოვს. რეგიონებში და აჭარაშიც ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხად რჩება სწრაფი გადაწყვეტილებები და მცირე და საშუალო
ბიზნესისთვის – ფინანსებზე ხელმიმსაწვდომა“ – განაცხადა ტარიელ გიორგაძემ.


Ipress


თეგები:
აჭარა



„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია

კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორია
access_time2019-10-12 13:55:31
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ეხმაურება S&P Global Ratings-ის მიერ სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას და ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას  დადებითად აფასებს.   „საერთაშორისო ინვესტორებისათვის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ყველაზე კარგი ინდიკატორი საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგებია. ამიტომ, მისასალმელია საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესება....


მსგავსი სიახლეები

up