ბიზნესომბუდსმენის ოფისი „ლიდერფუდის“ საქმეზე კომენტარს, ჯერ-ჯერობით, თავს არიდებს

ბიზნესომბუდსმენის ოფისი „ლიდერფუდის“ საქმეზე კომენტარს, ჯერ-ჯერობით, თავს არიდებს

access_time2020-06-11 15:07:51

ბოლო ორი დღის განმავლობაში, „კომერსანტი“ ცდილობდა ბიზნესომბუდსმენის ოფისისგან გარკვეული პასუხი მიეღო იმის თაობაზე, როდის გააკეთებენ, ან საერთოდ გააკეთებენ თუ არა კომენტარს „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის მათდამი 8 ივნისს გაკეთებულ მიმართვაზე. ამ დრომდე მედიაჰოლდინგმა დასმულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.


შეგახსენებთ, დავით ზეიკიძემ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს საჯარო წერილით მიმართა და მისგან, როგორც ბიზნესსექტორსა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი რგოლისგან, პოზიციის გამოხატვა მოითხოვა „ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავასთან დაკავშირებით.


„საქმე ეხება ბიზნეს-დავას. საწარმოს 50% წილს მედავება ირაკლი დუმბაძე (რომელსაც დღემდე ჩემი სიძე ქვია). მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა სალია იცავს.


ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ქონება ისე ჩამომართვეს, რომ არც სარჩელი ჩამაბარეს და არც თავის დაცვის საშუალება მომცეს.


ყველაფერი ემყარება იმას, რომ თითქოს მე შეპასუხება არ შევიტანე დუმბაძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის გამოც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქონება ჩამომართვა.



საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის ჩემთვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ამის საწინააღმდეგოდ კი არსებობს ვიდეო და დოკუმენტური მასალები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავენ. ორივე ინსტანციის სასამართლო მათ უბრალოდ იგნორირებას უკეთებს.


თქვენ ხართ ხიდი, გამტარი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ მოგმართავთ, ჩატყდება ეგ ხიდი, თუ საკითხებს სასამართლო სამართლიანად არ გადაწყვეტს. სახეზეა მრავალმილიონიანი ბიზნეს დავის სასამართლო განხილვის გარეშე გადაწყვეტის მცდელობის საკითხი. უკვე ორი ინსტანცია „გრიალით“ გაიარა. ეს ყველაფერი, მე, სამწუხაროდ, მიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ამ ეჭვს იზიარებს ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატი, არც მეტი არც ნაკლები, თქვენივე ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი და ის ამ ეჭვს საჯაროდ და ხმამაღლა გამოთქვამს.
ნუ იტყვით, რომ ეს საკითხი სასამართლოს პრეროგატივაა და თქვენს კომპეტენციას სცდება, ნურც იმას მირჩევთ, რომ თუკი დანაშაულის ნიშნებს ვხედავ, პროკურატურას უნდა მივმართო (უკვე მივმართე). მე თქვნგან ვითხოვ, შემხვდეთ, გაეცნოთ ჩემს პოზიციას და არგუმენტებს (შეხვდით მომჩივან მხარესაც), შეისწავლეთ საკითხი, თუ როგორ წყვეტს 15 მლნ აშშ დოლარის აქტივის ბედს საქმის განუხილველად სასამართლო და გააკეთეთ განცხადება, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი აზრი.


კიდევ ერთხელ გეუბნებით და გაფრთხილებთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი საქმე - ეს არის საქმე, რომელსაც თუ დროულად არ მიეხედა, მთლიანად ბიზნეს-სამართლის წარმოებისთვის იქცევა გამოუსწორებელ საფრთხედ“, - აღნიშნავდა ბიზნესომბუდსმენისადმი საჯარო წერილში დავით ზეიკიძე.
საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენის ოფისის გამოხმაურებას „კომერსანტი“ მიღებასთანავე შემოგთავაზებთ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up