ბიზნესომბუდსმენის მოადგილე:  მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რაც ბიზნესს წნეხად და ბარიერად არ შეექმნება

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე: მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რაც ბიზნესს წნეხად და ბარიერად არ შეექმნება

access_time2019-06-18 11:26:54

ბიზნესომბუდსმენის მოადგილის ლევან კალანდაძის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს ყველა პრობლემურ საკითხზე კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ასე გამოეხმაურა კალანდაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიზნესომბუდსმენმა ოქროს სიის შეღავათების გაუქმების თემაზე ბიზნესის ინფორმირებისთვის არაჯეროვანი სამუშაო გასწია.


ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, პრემიერმაც ისაუბრა გუშინ ამის თაობაზე, რაც ბიზნესს წნეხად და ბარიერად განვითარების გზაზე არ შეექმნება. ამ თვალსაზრისით სწორად მიმაჩნია, რომ აქცენტი გავაკეთოთ ვადების გადახედვაზე. ამ გადახედვის პროცესში ბიზნესთან აქტიურ კომუნიკაციაზე და საბოლოო ჯამში, შედეგზე ორიენტირებული შედეგის მიღებაზე.


ბიზნესიმბუდსმენის აპარატი ძალიან აქტიურად არის ჩართული ბიზნესებთან კომუნიკაციაში. ჩვენ ერთობლივად გავდივართ ყველა პრობლემურ საკითხს, ვაყალიბებთ წინადადებებს და ვახდენთ მათ პრომოციას და ლობირებას ადმინისტრაციულ ორგანოებთან და არ ვთვლი, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დააკლო ძალისხმევა ამ და სხვა საკითხების ლობირებას ადმინისტრაციულ ორგანოებთან.


ამავე დროს, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, შემოსავლების სამსახურის სისტემაში არსებობენ სპეციალური უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გადამხდელთა მომსახურეობაზე, მათ შორის მომსახურების დეპარტამენტი, რომელშიც ასობით ადამიანია დასაქმებული, - განაცხადა კალანდაძემ.


კითხვაზე, სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ან სხვა წყაროზე დაყრდნობით, იცოდა თუ არა ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ოქროს სიის შეღავათების გაუქმების გეგმაზე, კალანდაძემ პასუხად განაცხადა, რომ იმ ჩანაწერს, რაც სსფ-ის ანგარიშში იყო მოცემული, სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა.


მე მიმაჩნია, რომ სავალუტო ფონდის ანგარიშებში, ის რაც იყო აქცენტი გათანაბრებაზე გაკეთებული, ეს იყო რეკომენდაცია. ეს არ იყო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მყისიერად და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნა დაშვებული გარკვეული შეცდომები ბიზნესთან კომუნიკაციისას.


ის, რომ ორი წლის წინ რეკომენდაციების სახით იყო აღნიშნული გათანაბრების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს უნდა სცოდნოდა კონკრეტული ვადა, როდის მოხდებოდა ეს ცვლილება - განაცხადა კალანდაძემ.


BMG





პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up