ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს

ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კოორდინაციით კომპანიებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს

access_time2020-03-28 10:46:31

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ და ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის

მრჩეველმა ლელა აქიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებელობის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც გროვდება ინფორმაცია კომპანიების მხრიდან კოვიდ-19 ვირუსთან ბრძოლაში გამოყოფილი
რესურსების შესახებ. კერძო სექტორთან კოორდინაციის შედეგად კი - აღნიშნული რესურსები ყველაზე კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

შეხვედრაზე კომპანიებმა „აი გრუპმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „JTI კავკასიამ“, „IDS ბორჯომი საქართველომ“ და სუპერმაკეტების ქსელმა
„მაგნიტმა“ გამოხატეს მზადყოფნა ჩაერთონ კოვიდ-19 ვირუსის წინაშე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში და სოციალურად დაუცველი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები საჭირო პროდუქტებით მოამარაგონ.

კომპანია „აი გრუპი“, „JTI კავკასია“ და „IDS ბორჯომი საქართველო“ საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საგენებითა და მედიკამენტებით
სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან. კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს.


მიხეილ დაუშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და იმ საჭრიეობებზე ისაუბრა, რაზეც შესაძლოა StopCoV
ფონდში აკუმულირებული თანხები გაიხარჯოს.

„დღეს გქვონდა შეხვედრა სხვადასხვა სექტორის ბიზნესის წარმომადგენელთან. აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ
ბრძოლაში და ახორციელებენ სოლიდარულ აქტივობებს საზოგადეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად. ასევე, არიან StopCoV ფონდის კონტრიბუტორები. დღეის მდგომარეობით ფონდში 16 მილიონ ლარამდეა აკუმულირებული და ეს თანხა ჩვენი მოქალაქეების ყველაზე კრიტიკული
საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

თბილისის მასშტაბით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში უკვე ჩაერთნენ
კომპანია „არქი“ და „ვისოლ ჯგუფი“.






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up