საქართველოში მოქმედ ორ ბიზნესგაერთიანებასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატმა თანთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოში მოქმედ ორ ბიზნესგაერთიანებასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატმა თანთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

access_time2019-05-15 18:15:26

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.


ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმების გაფორმების მიზანი მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოში აღნიშნული ასოციაციების წევრი კომპანიების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობაა.


ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მემორანდუმი წარმოადგენს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმს ბიზნესსაქმიანობის პროცესში გაერთიანების წევრი კომპანიების მოთხოვნების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრის მიზნით. ამასთან, მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საქართველოში ბიზნესის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ და ბიზნესგარემოს გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას.



„დღეს გავაფორმეთ მემორანდუმები საქართველოში მოქმედ კიდევ ორ ბიზნეს გაერთიანებასთან – საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან და საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციასთან, ამით ოფიციალური სახე მივეცით ჩვენ თანამშრომლობას. გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში პერიოდულობით გვექნება შეხვედრები, რომლის დროსაც იდენტიფიცირდება ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნული გაერთიანებების წევრ კომპანიებს საქართველოში ბიზნესისწარმოების პროცესში აწუხებთ. აპარატი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად ჩაერთვება მათ მხარდასაჭერად. მსგავსი თანამშრომლობის ფორმატები ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური კომპანიების საქმიანობის ხელშესაწყობად საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


მემორანდუმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ირაკლი ლექვინაძე გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის და პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრის მოანაწილეებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებმა მათთვის აქტუალური საკითხების შესახებ დასვეს კითხვები.







ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე

 ათასობით მშენებლობა მიმდინარეობს და ყველა მათგანი ვერ იქნება შემოწმებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი 16 წლის მუშის გარდაცვალებაზე
access_time2019-07-17 20:30:58
16 ივლისს, თბილისში მშენებლობაზე  16 წლის გიორგი ბეშკენაძე გარდაიცვალა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩამოსული. მიმდინარე კვირს  კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, შემთხვევა თუშეთი-ომალოს გზაზე, ჰესის მშენებლობაზე მოხდა. მომხდარ ფაქტებზე, ისევე როგორც მანამდე სამუშაო პროცსის დროს გარდაცვლილ ათობით მუშის საქმეზე,  გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზად...

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ

აშშ-ს მთავრობა - Facebook-ის კრიპტოვალუტის წინააღმდეგ
access_time2019-07-17 19:30:46
აშშ-ს ხელისუფლების უკმაყოფილება Facebook-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის - ლიბრას - გამო,  ახალ დონეზე ავიდა- ამჯერად მის წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გამოვიდა. მისი თქმით,...

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა

Euronews - შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა
access_time2019-07-17 18:20:46
შილდა მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის მსოფლიოში საუკეთესოა. ევრონიუსმა შილდა მსოფლიოს 5 საუკეთესო მწვანე არქიტექტურის ნიმუშებს შორის დაასახელა. „შილდა“ ისეთ არქიტექტურულ ნიმუშებ შორის მოხვდა, როგორებიც არიან WOHA-ს არქიტექტურა, ტორონტოს ხის კოშკი გერმანიაში და სხვები. “ჯერჯერობით შილდა უდავოდ ჩვენი ფავორიტია, - წერს ევრონიუსი. შილდას ღვინის ქარხანა კახეთში მდებარეობს. ის ბრიტანული X-architecture-ის...

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა

ლახვარი ზურგში - ყაზახეთმა  „გაზპრომ-ნეფტი“ უკრაინაზე გაცვალა
access_time2019-07-17 20:00:52
ანტირუსული სანქციების ექო გაისმა ამჯერად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მეგობარ ქვეყანაში - ყაზახეთში.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ერთ-ერთმა მსხვილმა ყაზახურმა კომპანიამ ურთიერთობები გაწყვიტა  „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია  „გაზპრომ-ნეფტ“-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულ კომპანიას შეეზღუდა საქმიანობა ამ ქვეყანაში. ექსპერტების აღნიშნავენ. რომ ამ ისტორიამ შექმნა საშიში პრეცედენტი და მსოფლიოში სულ უფრო ნაკლები...

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც
access_time2019-07-17 17:30:58
2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს.   40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.   დეპუტატები, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს ქართული...


მსგავსი სიახლეები

up