ბიზნესომბუდსმენის რჩევა მთავრობას: ბიზნესს სჭირდება უფრო ეფექტური ბიუროკრატიული აპარატი და პროცედურები

ბიზნესომბუდსმენის რჩევა მთავრობას: ბიზნესს სჭირდება უფრო ეფექტური ბიუროკრატიული აპარატი და პროცედურები

access_time2018-12-21 11:00:08

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომერსანტთან 2018 წელს აფასებს. მისი თქმით, მიმდინარე წელი პოზიტიური ცვლილებებით გამოირჩეოდა, თუმცა კვლავ არაერთი გამოწვევა დგას დღის წესრიგში, მათ შორის ბიუროკრატიისა და სასამართლოს ეფექტურობის კუთხით.



— როგორ შეაფასებდით 2018 წელს, რამდენად დადებითი იყო ქართული ბიზნეს გარემოსთვის?



ვფიქრობ, ძალიან საინტერესო წელი იყო. რამდენიმე მოვლენას გამოვყოფდი ბინზესის კუთხით, პირველი ესაა საქართველოს დაიწინაურება doing business-ის რეიტინგში, ისტორიულად მაღალი პოზიტვი გვაქვს ამ მხრივ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები სხვადსხვა ქვეყნებთან. ქვეყანა კარგად პოზიციონირებს საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში, რაც ასახულია სავაჭრო ბრუნვის ზრდის მონაცემებში, ესეც მიმდინარე წლის ერთ-ერთი პოზიტივია.



— ბიზნესთან მიმართებით რა გამოწვევები რჩება აქტუალური?




რაც შეეხება გამოწვევებს , ვთვლი რომ 2019 წელსაც გამოწვევად რჩება უფრო ეფექტური სასამართლო სისტემა, ასევე რეგულაციების უფრო მეტი ოპტიმალურობა და პროპოპორციულობა ბიზნესის აქტივობასთან მიმართებით, ამასთან საჭიროა უფრო მეტად ეფექტური ბიუროკრატია, განსაკუთრებით საშუალო რგოლში, სადაც დღეს ბიზნესი გარკვეულ ხარვეზებს აწყდება.



— თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული?



წელს მრავალი რეფორმა იყო სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების კუთხით. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია დაანონსებული რეფორმა ელექტრონული საგადასახადო რეზიდენტის დამკვიდრების შესახებ, რაც საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებს საშუალებას მისცმებს საქართველოში გახსნან საბანკო ანგარიშები და მართონ საკუთარი ბიზნესი. ვფიქრობ, ეს საინტერესო ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც ფინანსური ჰაბის ფორმირებას.


ასევე აღსანიშნავია მემორანდუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.



— რას ურჩევდით მთავრობას, რა უნდა შეიცვალოს  ბიზნესის მეტად განვითარებისთვის?


ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური უნდა გახდეს ბიუროკრატიული აპარატი და პროცედურები, რაც გულისხმობს იმას რომ, შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ეს სჭირდება ბიზნესს, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს პროექტებში.


მარიამ ტიტვინიძე




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up