ბიზნესომბუდსმენი : სურსათის ეტიკეტირების შესახებ  ახალი რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს

ბიზნესომბუდსმენი : სურსათის ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს

access_time2019-02-05 12:35:40

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ოგრანიზებით მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგებსა და რეგლამენტით გამოწვეული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცის წევრი კომპანიები, მწარმოებლები „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ და „ლომისი“ „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ითხოვენ ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.


მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა კომპანიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით ბიზნესომბუდსმენის ოფისს მომართეს. აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას მათი ინტერესების დასაცავად და შესაბამისი დასკვნა უკვე გაეგზავნა საქართველოს მთავრობას.


საქართველოს მთავრობამ ბიზნესის მოთხოვნით და ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციით „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6თვით გადაწია და დღევანდელი მდგომარეობით ახალი რეგლამენტი ძალაში 2019წლის 1მარტიდან შედის. თუმცა, 2018წლის 31ოქტომბრის N519 დადგენილების საფუძველზე ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში დამატებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2018წლის 5ნოემბერს ამოქმედდა და რომლის თანახმადაც ისევ შეიცვალა პროდუქტის ეტიკეტირების რიგი წესები. მათ შორის, აღნიშნული ცვლილებით სავალდებულო გახდა საქონლის დამზადების თარიღის მითითება (დადგენილების პირვანდელი ვერსია აღნიშნულს არ ითვალისწინებდა), რამაც ახალი გარემოებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ახალი ცვლილებების წინაშე დააყენა ბიზნესსექტორი.
„2019წლის ეტიკეტებში, რომელიც მწარმოებლების მიერ 2018წელსვე დიდი რაოდენობით იქნა დაბეჭდილი, ვერ მოხდა ახალი ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული ცვლილებების გათვალისწინება, რამაც კომპანიები დააყენა შესაძლო ზარალის საფრთხის წინაშე. თუ მათ არ მიეცემათ უკვე დაბეჭდილი ეტიკეტების გამოყენების საშუალება, მაშინ უნდა მოხდეს მათი ჩამოწერა, რაც დიდად დააზარალებს თითოეულ მწარმოებელს. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე შინაარსობრივი საკითხი ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროებს უფრო მკაფიო განმარტებებს და სტანდატრტიზაციას.


იმისათვის, რომ ახალმა ტექნიკურმა რეგლამენტმა კომპანიები არ დააზარალოს, მისი ამოქმედება გონივრული პერიოდით უნდა გადავადდეს და სურსათის ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაციების შესასრულებლად ბიზნესსექტორს მკაფიო განმარტებები უნდა მიეცეს. პროცესში ჩართული ყველა მხარე ღიაა კონსულტაციებისათვის და ვაგრძელებთ საკითხზე აქტიურად მუშაობას”. - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და სურსათის ეროვნული სააგენტოს, კომპანიების - ვიმ-ბილ-დან საქართველოს, ლომისის, ქართული ლუდის კომპანიის, ბარამბოს, გლობალ ბიერ ჯორჯიას, პეპსის, არგოს, დიოლერის, კოკა-კოლას და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.





რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up