ბიზნესომბუდსმენი - „StopCoV ფონდის

ბიზნესომბუდსმენი - „StopCoV ფონდის" ანარიშზე, დაახლოებით, 5 მლნ ლარია აკუმულირებული, აქტივობა არის ძალიან მაღალი, მოხარულები ვართ სახელმწიფოსთან ასეთი დონის თანამშრომლობით

access_time2020-03-24 14:34:06

ბოლო პერიოდის განმავლობაში, არა ერთმა მოქალაქემ და, ასევე, ათეულობით კომპანიამ მოგვმართა, რომ მათ სურდათ დახმარებოდნენ სახელმწიფოს სხვადასხვა მიმართულებით კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ერთიანი პლატფორმა, ერთიანი ფონდი, რომელსაც ჰქვია „StopCoV ფონდი", რომლის მიზანიცაა ასეთი ტიპის მხარდაჭერების აკუმულირება მოხდეს ერთ წერტილში და იმის მიხედვით, თუ სად იქნება ყველაზე დიდი საჭიროებები ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის, მოხდება აკუმულირებული თანხების მიმართვა მიზნობრივად, საჭიროებებისამებრ,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომელიც გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


მისივე თქმით, ფონდის ანგარიშზე, ამ დროისთვის, დაახლოებით, 5 მლნ ლარია აკუმულირებული.



„ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა,"- აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.


ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, დადგება. საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევების პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო.


„პირველი პრიორიტეტი, ეს იქნება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგება და როცა დადგება. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს გაერთიანება და კონსოლიდაცია ასეთი გამოწვევების პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი, სასარგებლო. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ერთიანობით ძალიან ეფექტურად გავუმკლავდებით Covid 19-ს. ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის აკუმულირებულია უკვე, დაახლოებით, 5 მლნ ლარი, აქტივობა არის ძალიან მაღალი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოქალაქეები და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი ასეთ დონეზე თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან, იმისათვის, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up