ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA - ს ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე RIA - ს ჩატარება აუცილებელია

access_time2019-09-17 14:54:04

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციის პოზიციას შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების განხილვებში აქტიურად ვართ ჩართულები. ბიზნესთან ერთად შევიმუშავეთ და მოვამზადეთ შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუგზავნით კანონპროექტის ავტორებს.“ - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონდებლო ცვლილებებს და ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას.


როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებები, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნეს გარემოსთვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.


„მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. დღეს არსებული კანონის პროექტებში ასახული რეგულაციები ისეთ საკითხებზეც ვრცელდება, რომლებზეც დამსაქმებელსა და დასაქმებულის შორის შეთანხმება საკმარისია და არ საჭიროებს დამატებით რეგულირების მექანიზმებს. ჩვენ ვთვლით, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე აუცილებელია ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA). ცვლილებების დაინიცირებამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ეფექტი ექნება ამას ეკონომიკურ საქმიანობაზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება.” - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.



ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე - 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი - 17 შენიშვნა - წინადადება აქვს, რომლის მიხედვითაც კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირი, ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები.


მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს„გამოკითხვის“ ჩატარების უფლება. კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება.


„კომერსანტი“





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up