ბიზნესომბუდსმენი შრომის ბაზრის რეფორმის ინიციატორებს: ბიზნეს გარემოზე ნეგატიური რისკების შესაფასებლად  RIA-ს ჩატარება აუცილებელია

ბიზნესომბუდსმენი შრომის ბაზრის რეფორმის ინიციატორებს: ბიზნეს გარემოზე ნეგატიური რისკების შესაფასებლად RIA-ს ჩატარება აუცილებელია

access_time2019-10-18 15:55:58

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული ოფიციალური სამართლებრივი დასკვნები გააცნო.


ბიზნესომბუდსმენს “შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე 17, ხოლო „საქართველოს შრომის კოდექსზე“ 10 შენიშვნა-წინანადადება აქვს.


„საქართველოს შრომის კოდექსის“ შემოთავაზებული კანონპროექტით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება საქართველოს შრომის კანონმდებლობაში. საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მიზნად ისახავს დასაქმებულთა შრომითი უფლებების გაფართოებას. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით კი შრომის ინსპექციას ენიჭება შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგისა და მათ შესრულებაზე კონტროლის ფუნქცია.


„ვფიქრობთ, რომ ისეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, როგორიც არის ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა, ზეგანაკვეთური მუშაობის მაქსიმალური საათების რაოდენობის განსაზღვრა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მოცულობის დადგენა, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების საფუძვლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების გამკაცრება, შრომის ინსპექციისთვის ფართო უფლებამოსილებების მინიჭება და ა. შ. მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე. ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან. აღნიშნული კი მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს.“ - განაცხადა ბიზნესომბდუდსმენმა.



ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, აღნიშნული ფორმით შრომის კოდექსის ცვლილება გაააქტიურებს ჩრდილოვან შრომითი ურთიერთობებს, რაც როგორც დასაქმებულისთვის ასევე დამსაქმებელისთვის არის დამაზიანებელი.


„მოსალოდნელია, რომ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს ჩრდილოვანი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, როცა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობები მიმდინარეობს კანონის რეგულაციებს მიღმა. აღნიშნული კი გაართულებს ახლად შექმნილი შრომის ინსპექციის მიერ შრომითი პირობების დაცვის მონიტორინგს. გარდა ამისა, ქვეყანაში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და უმუშევრობის შემცირების მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შემოთავაზებულმა ცვლილებებმა ბიზნეს გარემოზე. მიგვაჩნია, რომ ახალი შრომითი რეგულაციები ბიზნესს შეუქმნის ბარიერებს, ნეგატიურად შეცვლის ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლებს, რაც დიდი ალბათობით აისახება ზემოაღნიშნულ რეიტინგებზე.“ - ამბობს ლექვინაძე.


ბიზნესომბუდსმენი კანონ პროექტების ინიციატორებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე ცვლილებებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ჩატარებას სთავაზობს და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეგულირების ზემოქმედების შეფასების (RIA) განხორციელებაში.


„RIA მოგვცემს შესაძლებლობას გავაანალიზოთ მოსალოდნელი რისკები ბიზნესისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს შემოთავაზებული ცვლილებების მიღებას და ამაგვარად, გამოირიცხოს ის ნეგატიური შედეგები ბიზნეს გარემოსთვის, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შრომითი კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმას.“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.






ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...


მსგავსი სიახლეები

up