ბიზნესომბუდსმენი: სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე   მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

ბიზნესომბუდსმენი: სათამაშო ბიზნესისთვის რეკლამის შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

access_time2018-10-12 16:26:42

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე მუშაობის პროცესში და კომუნიკაცია აქვს პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან.კანონპროექტის შემუშავებას წინ უსწრებდა განხილვები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც დარგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მონაწილეობის შესაძლებლობა და კერძო სექტორის ინტერესს მხოლოდ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი წარმოადგენდა.



გვქონდა შეხვედრები, როგორც გაფართოებულ ფორმატში სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრებთან ასევე, სარეკლამო და მედია სექტორებთან, მათ შორის კონკრეტულ კომპანიებთან და აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კერძო სექტორის პოზიცია და წუხილები ჩვენთვის ცნობილია.



ვიზიარებთ კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს.





1-პარლამენტში დარეგისტრირებული ცვლილებებით, სარეკლამო ბიზნესი და მედია საშუალებები კარგავენ ერთ-ერთ უმსხვილესს კლიენტს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს ქვეყანაში.



2-ცვლილების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია კანონპროექტის გამოქვეყნებიდან მე-14 დღე, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც სარეკლამო კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს, რადგან რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელთა ასეთ მცირე ვადაში შეწყვეტაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.


3-კანონპროექტი ასევე არ შეიცავს რაიმე დათქმას ან გარდამავალ პერიოდს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტებზე განთავსებული აბრების ახალ რეგულაციასთან (აბრის ფართობის შეზღუდვასთან) შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც ასევე შეფერხებებეს შექმნის რეგულაციის პრაქტიკაში განხორციელების პროცესში.



ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტში ასახულია ისეთი საკითხებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი არ შეთანხმებულა (მაგალითად, აბრების რეგლამენტირების საკითხი) ან სხვაგვარად შეთანხმდა (მაგალითად, გარე რეკლამის დისტანცირების მანძილი რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან)



ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბიზნესსექტორების წარმომადგენლების ჩართულობა და განხილვები წარიმართოს დარგის ინტერესების გათვალისწინებით.







გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up