ბიზნესომბუდსმენი საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

access_time2019-05-15 15:22:37

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს.


საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიაა დაწყებული, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ზიანის მომტანია კომპანიების საქმიანობისთვის. მათივე განცხადებით, ეს ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და იმ მოქალაქეებზე, ვინც ასოციაციის წევრ და სხვა აზერბაიჯანულ კომპანიებში არიან დასაქმებულები.


„სოციალურ ქსელსა და მასმედიაში, გარკვეული ჯგუფების მიერ, გამოითქვა ისეთი ფრაზები, როგორიც არის „აზერბაიჯანი ოკუპანტია“. ამაზე პასუხად ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, ცილისწამება, არის ამ ორი მოძმე ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორისთვის საზიანო და ასეთი განცხადებების გაკეთება მხოლოდ ამ ქვეყნების მტერს აწყობს“, - აცხადებს კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორი ლევან გიორგაძე.


„დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და კეთილმეზობლობას. ცხადია, აზერბაიჯანული ბიზნესი დაინტერესებულია, რომ მეგობრობა და კეთილმეზობლობა გაგრძელდეს. თუმცა, ბოლო დროს მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა პროვოკაციული განცხადებები. სწორედ ამაში ვთხოვეთ დახმარება ბიზნესომბუდსმენს, რომ ასეთი პროვოკაციები არ გაგრძელდეს. დღეს თუ არა ხვალ, აზერბაიჯანულ კომპანიებს ასეთი განცხადებებით ზიანი მიადგებათ“, - ამბობს ნარიმან კურბანოვი, „აზების“ თავმჯდომარე.



კომპანიების წარმომადგენლებმა, ბიზნესომბუდსმენთან ერთად, იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებზე, რათა შეაჩერონ აზერბაიჯანული ბიზნესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოში მომუშავე ნებისმიერი ინვესტორი მნიშვნელოვანია და ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებს საქართველოში მუშაობაში ხელი არ შეეშალოთ.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოში მუშაობას, რადგან ისინი არიან ერთ-ერთი მთავარი ინვესტორები, მთავარი დამსაქმებლები და მათთან ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი. კომუნიკაცია იქნება უფრო აქტიური და ნებისმიერ საკითხში ვიქნებით ჩართულები. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციულ განცხადებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულ კომპანიებს, ვუპასუხოთ იმ შედეგებით, რომლებიც არსებობს ქართულ-აზერბაიჯანულ ბიზნესურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ, ყველა მათგანის გვერდით ვიდგეთ და პატივი ვცეთ ინვესტიციასა თუ შედეგს, რომელსაც ამ კომპანიების მუშაობით იღებს საქართველო“, - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.



(NS)





„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს

„ნიკორა“ ზარალზეა - შეძლებს თუ არა კომპანია მოემსახუროს ობლიგაციონერებს
access_time2020-08-12 17:20:01
„ნიკორა ჯგუფი“ ზარალზეა - კომპანიამ, რომლის ბრუნვა წინა წლებში ნახევარ მილიარდს აღემატებოდა, 2019 წელს მოგებაზე გასვლა ვერ შეძლო და წელი 8.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის დახმარებით სს ნიკორამ საჯარო ემისიის სახით 2019 წელს 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკშია დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციული...

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს

არჩილ კაიკაციშვილი: „ლიდერფუდის“ საქმეში ექსპერტიზით გამოვლენილი ორი კონვერტის არსებობა სარჩელის ჩაბარების ფაქტს ისევ გამორიცხავს
access_time2020-08-12 14:20:03
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომელიც „ლიდერფუდის“ საქმეში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელი, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, იმის თაობაზე, თუ ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი...

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა

რამ გადააწყვეტინა თამაზ გაიაშვილს პოლიტიკაში წასვლა
access_time2020-08-12 18:10:42
„თუ იძულებულს არ ხდიან, პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არცერთ ბიზნესმენს აქვს“ — ამის შესახებ, ბიზნესმენი, „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი 2015 წელს „პალიტრა TV-ს“ გადაცემაში ბიზნეს PRESS-ი მიცემული ინტერვიუში აცხადებდა. დღეს პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ბრიფინგზე ის „ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა...

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს

თურქეთის გაზის ბაზარზე აზერბაიჯანი რუსეთს ანაცვლებს
access_time2020-08-12 19:00:37
თურქეთის აზერბაიჯანული გაზის შესყიდვების გაზრდას გეგმას - ამის შესახებ ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოგლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიხუნ ბაირამოვთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი თურქეთში გაზის მიწოდების მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ანკარა შესყიდვების შემდგომაც გეგმავს ზრდას. „ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტია - გაზსადენი ნახიჩევანიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად...

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს"

„შრომის კოდექსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არა კანონპროექტის ავტორის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობას, არამედ მაღალ დონეზე მომზადებულ აკადემიურ კვლევას უნდა ეფუძნებოდეს
access_time2020-08-12 12:00:17
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვას კიდევ ერთხელ ეხმიანება, კერძოდ, ასოციაციაში აცხადებენ, რომ: „საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შრომის კოდექსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მხარდაჭერა სულ მცირე ალოგიკურად გამოიყურება იმ ფონზე, როცა კონონპოექტის ინიციატორმა არ გაიზიარა არც თავად წამყვანი კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს...


მსგავსი სიახლეები

up