ბიზნესომბუდსმენი მიწის მორატორიუმზე გამონაკლისების დაშვებას ითხოვს

ბიზნესომბუდსმენი მიწის მორატორიუმზე გამონაკლისების დაშვებას ითხოვს

access_time2017-07-25 19:30:18

ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი პარლამენტს მიწის მორატორიუმზე გადაწყვეტილების გადახედვისკენ და გამონაკლისი შემთხვევების დაშვებისკენ მოუწოდებს. ზურაბ ძნელაშვილმა პარლამენტს 2017 წლის 16 ივნისს მიღებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების კანონთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

 

კანონში შესული ცვლილებით, კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულის, საკუთრების უფლება აქვთ: უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილებას რაიმე დათქმა არ აქვს, ან გამონაკლისი, მორატორიუმი ვრცელდება არა მხოლოდ ნორმის ძალაში შესვლის შემდეგ დარეგისტრირებულ საკუთარების უფლებაზე, არამედ მორატორიუმის შესვლის მომენტისთვის არსებულ (რეგისტირებულ) საკუთრების უფლებაზეც. შესაბამისად, შესაძლებელია, ნორმა პრაქტიკაში იმგვარად იყოს განმარტებული და გამოყენებული, რომ არა მხოლოდ შეჩერდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით ცვლილების შემდეგ დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება, არამედ შეჩერებულად ჩაითვალოს ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის რეესტრში რეგისტრირებული, ძალაში მყოფი მონაცემებიც და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს საკუთრების განკარგვის (ნასყიდობა, იჯარა, იპოთეკა) შესაძლებლობა აღარ მიეცეთ. შეზღუდვა ვრცელდება უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტირებულ ნებისმიერ იურიდულ პირზეც, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. შესაბამისად, ეს შეზღუდვა გავლენას ახდენს როგორც აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების ნორმის ძალაში შევლამდე განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე მათ სამომავლო საქმიანობაზე. კერძოდ, ბაზრის შეზღუდვის გამო, კომერციულ ბანკებს მათ საკუთრებაში არსებული (შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება) გაუჭირდებათ.

 

მორატორუმის ძალაში შესვლამდე, რიგი კომერციული ბანკები საჯარო რეესტში ნაყიდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ბანკის საკუთრებად დარეგისტირებას (ეს ის შემთხვევებია, როცა თანხა გადახდილია, მაგრამ უფლება ჯერ არ არის რეგირტირებული ბანკის საკუთრებად) ვეღარ ახერხებენ იმ პირობებში, როცა მოვალის ვალდებულება ბანკის წინაშე უზრუნვეყოფის საგნის რეალიზაციის გამო უკვე შეწყვეტილია. კომერციული ბანკის სასარგებლოდ, ბანკის მიერვე იპოთეკით დატვირთული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონზე შეძენა შეუძლებელი გახდა იმ შემთხვევაში, როცა აუქციონზე მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველი სხვა სუბიექტი არ არსებობს და ბანკი უზრუნველყოფის საგნის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. კომერციული ბანკები სასოფლო-სამეურენეო მიწის ნაკვეთების უზრუნველყოფის საშუალებად მიღებაზე პრაქტიკულად უარს იტყვიან, რაც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საბანკო სექტორზე, არამედ იმ პირებზეც, რომლებზეც მორატორიუმი არ ვრცელდება. შეფერხდება ის სახელმწიფო პროგრამებიც, რომლებიც კომერციული ბანკების მიერ კრედიტის გაცემის კომპონენტს ითვალისწინებს (მაგალითად, შეღავათიანი აგროპროექტის პროგრამა) ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საგანს სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წარმოადგენს. 2014 წლის 31 დეკემბრამდე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკურების შესახებ კანონით გამოცხადებული მორატორიუმი, მორატორუმის გამოცხადებამდე, რეგისტრირებული საკუთრების უფლებისა და კომერციული ბანკების მიმართ საგამონაკლისო რეგულაციებს ითვალისწინებდა. მიზანშეწონილია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე მორატორიუმი არ გავრცელდეს შეზღუდვის ამოქმედებამდე უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტირებული იურიდიული პირის და უცხოელის მიერ საქართველოში რეგირტირებული იურიდული პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და კომორციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, - წერს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი.

 

 

 1tv.ge



„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...


მსგავსი სიახლეები

up