ბიზნესომბუდსმენი:  ნეგატიური მოლოდინების გავლენის შესამცირებლად ლარის კურსის  ფორმირებაზე ეროვნული ბანკის მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო

ბიზნესომბუდსმენი: ნეგატიური მოლოდინების გავლენის შესამცირებლად ლარის კურსის ფორმირებაზე ეროვნული ბანკის მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო

access_time2019-07-26 17:23:13


დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის ლარის კურსის მერყეობა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრ გაუფასურებას.



„ნეგატიურ მოლოდინებს ბიზნესსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თავისი საფუძველი აქვს. მთავარი მაინც არის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და მისი ნეგატიური გავლენა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიებზე. ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა.“ - ამბობს ლექვინაძე.



ვის გულისხმობს ბიზნესომბუდსმენი გარკვეულ ჯგუფებში და ადანაშაულებს თუ არა ოპოზიციას აჟიოტაჟის შექმნაში - ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის რაც მოქმედებს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ნეგატიური პროცესის ხელოვნურად კიდევ უფრო მეტად გაღვივებაზე ბიზნეს გარემოს აზიანებს.




„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სიცხადე გრძელვადიან პროცესში. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რომ ბიზნეს დავანახოთ გრძელვადიანი პერსპექტივა. მნიშვნელოვანი და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაციის ხარისხი ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბასმის ბიზნეს სუბიექტებთან რათა ნეგატიური მოლოდინების როლი კურსის ფორმირებისას შემცირდეს, “ - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.



ირაკლი ლექვინაძე თიბისი ბანკზეც ამახვილებს ყურადღებას და ყველა მხარეს განცხადებების გაკეთებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.



„ცხადია, რომ მიმდინარე პროცესს ყველა იმ ბიზნეს საქმიანობაზე ექნება ასახვა, სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილები. აქციების მყისიერი გაუფასურებაც ამას ადასტურებს, ამიტომ სასამართლოს დასრულებამდე სწორია მათი მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციების დატოვება. ყველა მხარე ძალიან ფრთხილი უნდა იყოს განცხადებების გაკეთებისას, რადგან პროცესში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია თიბისი ბანკი, სისტემური ბანკი რომლის გამართულად მუშაობა და სტაბილურად განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის,“-განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.






რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...


მსგავსი სიახლეები

up