ბიზნესომბუდსმენი: კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია

ბიზნესომბუდსმენი: კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია

access_time2019-08-05 19:15:55

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ბიზნესისგან განმარტებების გამოთხოვის თაობაზე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისა და ნავთობიმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კომპანიებისგან განმარტებების გამოთხოვის შესახებ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.

 

მათთვის გაუგებარია კონკურენციის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება ფასების შეთანხმებულ მატებასა და ბიზნესებს შორის ე.წ გარიგების შესახებ.

 

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ ბიზნესში გაუგებრობა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება.

 

ყველა კომპანია დამოუკიდებელია საკუთარი საფასო სტრატეგიის შერჩევაში და ბაზარზე არსებული სიტუაციის და კონკურენციის გათვალისწინებით თავად ახდენს სამომხმარებლო ფასის ფორმირებას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია განმარტების მიღება ასოციაციების მხრიდან და არა მოკვლევის დაწყება ამ საკითხზე, თუმცა განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია. სასურველია, რომ მსგავსი შემთხვევის დროს ბიზნესასოციაციებთან კომუნიკაციის ფორმა სწორად იყოს შერჩეული, რათა ამან არ გამოიწვიოს ბუნდოვანება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონკურენციის სააგენტოსთან და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.






საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up