ბიზნესომბუდსმენი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პროცესი უნდა იყო პოლიტიკისგან დაცლილი

ბიზნესომბუდსმენი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პროცესი უნდა იყო პოლიტიკისგან დაცლილი

access_time2019-07-24 15:48:53

მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ პროცესი იყოს პოლიტიკისგან დაცლილი - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.


ჩაერთვება თუ არა ბიზნესომბუდსმენი პროცესში და დაუჭერს თუ არა მხარს სასამართლოს ეტაპზე ბიზნესმენებს, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ საქმის აღნიშნულ ეტაპზე ბიზნესომბუდსმენის კომპეტენცია სრულდება.


„ბიზნესომბუდსმენის საქმიანობას არეგულირებს კანონი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ, სადაც დეტალურად არის გაწერილი ჩვენი უფლებამოსილება და ის მექანიზმები, რითიც ჩვენ ბიზნეს მხარს ვუჭერთ - სასამართლო განხილვები სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ის ეტაპია, სადაც ჩვენი კომპეტენცია სრულდება.“ - ამბობს ლექვინაძე.



ირაკლი ლექვინაძე ხაზს უსვამს, რომ გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და დღეს პროკურატურის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილ საქმეს ეხება.


„საქმე ეხება ორი კონკრეტული ბიზნესმენის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურას კითხვები გაუჩნდა. ცხადია, აღნიშნულ პროცესს გავლენა ექნება იმ სამეწარმეო საქმიანობებზე, სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილი, თუმცა კითხვები თუ არსებობს უნდა დაისვას, პასუხებიც იქნეს გაცემული და შედეგიც მოკლე ვადაში დადგეს. შემდეგი ეტაპი სასამართლოა, სადაც ყველა მხარეს ექნება შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი პოზიციები “ - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.


ირაკლი ლექვინაძე ანაკლიის პორტზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მთავრობამ კვლავაც შეუფერხებლად უნდა გააგრძელოს ანაკლიის პორტის მხარდაჭერა.






დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up