ბიზნესომბუდსმენი: ახალ-ახალი მაკონტროლებლები გზაშია და ნელ-ნელა წამოგვეწევა

ბიზნესომბუდსმენი: ახალ-ახალი მაკონტროლებლები გზაშია და ნელ-ნელა წამოგვეწევა

access_time2017-12-17 11:42:11

ბიზნესომბუდსმენმა უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მამუკა ბახტაძეს მიმართა. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ძნელაშვილი "ტვ პირველის" გადაცემა "ანალიტიკაში" აღნიშნავს, ბიზნესისთვის ახალი მაკონტროლებლები დიდ გამოწვევას წარმოადგენს.


"რა თქმა უნდა, საკითხებს ვერ ამოვწურავთ, არსებობს კიდევ გამოწვევები, ახალ-ახალი მაკონტროლებლები, რაც ყველაზე დიდი ტკივილია ჩვენთვის.

მაკონტროლებლები საზღვარგარეთაც არის, ევროპაშიც არის, მაგრამ მათ შორის კომპეტენციები გამიჯნული უნდა იყოს და მათი კომპეტენციები განუსაზღვრელი არ უნდა იყოს. არავინ დაობს, რომ შრომის უსაფრთხოებას კონტროლი სჭირდება, მაგრამ შრომის უფლებებზე რომ სახელმწიფომ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იზრუნონ, ეგ ჩვენთვის მიუღებელია. არის ახალ-ახალი მაკონტროლებლები, ისინი გზაში არიან და ნელ-ნელა წამოგვეწევიან", - აღნიშნავს ძნელაშვილი.


ბიზნესომბუდსმენმა უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მამუკა ბახტაძეს მიმართა.


"ალკოჰოლური სასმელების მარკირება თავისი არსით არის მიმდინარე კონტროლის პროცედურა. თქვენ იცით, რომ როდესაც მარკირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ, გაცხადებული მიზნები ამ მარკირების დაწყების იყო ის, რომ მოწესრიგებულიყო აღრიცხვიანობა დარგში და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული ყოფილიყო გარკვეული ზომები.

მარკირების პროცედურა საჯარო ინტერესითაა განპირობებული. ამდენად, საჯარო მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ფინანსური ტვირთი არ შეიძლება რომ კომპანიებზე გადავიდეს, ესაა ჩვენი პოზიცია.

აქ ერთის მხრივ თითქოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთწლიანი დროებითი რეგულაციები დაწესდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გადაიხადა ეს მარკირების საფასური, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დროებითი რეგულაცია კი არა, ეს უნდა იქცეს საერთო წესად, ვინაიდან კომპანიები არ შეიძლება რომ ყოველი წლის ბოლოს თვალებში უყურებდნენ ფინანსთა სამინისტროს, რომ აბა წელს ახლა რა მოხდება, ეს 5-6 მილიონი კომპანიების გადასახდელი იქნება, თუ ისევ ფინანსთა სამინისტრო გადაიხდის", - აცხადებს ზურა ძნელაშვილი.







„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...


მსგავსი სიახლეები

up