ბიზნესომბუდსმენი: აჭარაში ბიზნესი ყველაზე ხშირად სამშენებლო პროექტებსა და ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზე სვამს საკითხებს

ბიზნესომბუდსმენი: აჭარაში ბიზნესი ყველაზე ხშირად სამშენებლო პროექტებსა და ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზე სვამს საკითხებს

access_time2018-12-05 16:17:46

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად, ბათუმში საშუალო და მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს. ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ ბიზნესომბუდსმენისა და შემოსავლების სამსახურის მიერ რეგიონში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოესმინათ.
„ჩვენ დავიწყეთ მორიგი რეგიონული შეხვედრები ადგილობრივ ბიზენსთან და პირველი შეხვედრა შედგა ბათუმში. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდსა და ქუთაისში. რეიგონულ შეხვედრები იმართება USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. შეხვედრებზე ბიზნესი სვამს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში მათთვის პრობლემურ საკითხებს და ჩვენ ვაცნობთ იმ მექანიზმებს, რითიც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტაში მათი მხარდაჭერა. აჭარაში სექტემბრიდან მუშაობს ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელი და ამ პერიოდში უკვე 30მა მეწარმემ მიმართა დახმარებისთვის. აჭარაში ბიზნესის მხრიდან დასმულ თემებს შორის ყველაზე ხშირია სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეული პრობლემები, ნებართვებთან და საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს დროში სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ ჩართული ვართ მედიაციაში, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ მთავრობასთან. თბილისის შემდეგ ბიზნეს აქტივობის მიხედვით ყველაზე აქტიური რეიგონია აჭარა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში მთელი მომართვიანობის 15% სწორედ ამ რეგიონზე მოდის.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები ბიზნესომბუდსმენის პორტალის, ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.







Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up