ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია

ბიზნესომბუდსმენი: 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია

access_time2018-11-30 15:58:59

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით 2018 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.7 პროცენტი შეადგინა. ბიზნესომბუდსმენის შეფასებით, ოქტომბრისთვის მშპ-ს ზრდის რეალური მაჩვენებელი ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს.


„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია, რაც ასახულია სავაჭრო ოპერაციების მიმართულებით ზრდაში, იგულისხმება იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები. ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას და სექტორები, რომლებიცი თვლება წამყვან სექტორებად საქართველოს ეკონომიკაში.

ჩვენ იმედი გვაქვს რომ გარემო, და მთავარი - პოლიტიკური გარემო იქნება სტაბილური, რაც მიცემს ბიზნეს სმუშაოების აქტიურ რეჟიმში გაგრძელების საშუალებას“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფრომაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, 14.1%-ით გარზდილია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც 246 მლნ აშშ დოლარს შეადგინს. 11%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 116.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 13.9%-ითაა გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა.



ბიზნესომბუდსმენი ქვეყანაში ბიზნესაქტივობის ხელშემწყობ ფატორებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით რეგიონში საქართველო საუკეთესო ადგილად ითვლება, რომელსაც მსოფლიო ბანკის Doing Business -ის რეიტინგი ადასტურებს..


„გადასახადების დონე, შრომის ღირებულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ზოგადად ქვეყნის მიდგომა რომ ბიზნესისთვის იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები - ჯამში ამ ფაქტორების ერთობლილობა ქმნის ამ ზრდის მაჩვენებელს და მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და ინციატივები, რომლებიც ეხება ბიზნესს იქნება ოპტიმალური და ასევე შეთანხმებული ბიზნესთან, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს პროგნოზირებადი გარემო გრძელვადიანი საქმიანობის დასაგეგემად.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up