ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარიამ  მიხეილ დაუშვილი წარადგინა

ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა

access_time2019-11-14 10:18:42

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი იქნება.როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ბიზნესომბუდსმენად დაუშვილი დღეიდან დაინიშნება.


პრემიერმა ბიზნესომბუდსმენის ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მიხეილ დაუშვილი მათ თავს კარგად გაართმევს.


„გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეიდან ბიზნესომბუდსმენად დაინიშნება. მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც უნდა დაგვეხმაროს ყველას ერთად, შევქმნათ ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მხარდაჭერა ბიზნესის, იქ, სადაც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს, ეს იქნება მიხეილ დაუშვილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული, ვარ ღირსეულად გაართმევს თავს ამოცანას“, – განაცხადა პრემიერმა.



ამასთან, მან სამინისტროებს ბიზნესომბუდსმენი აპარატთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.


„ამასთან ერთად, თითოეულ ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება, საშუალო თუ წვრილი, მინდა, ვუთხრა და დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხვდება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ამიტომ ეს ეფექტიანი თანამშრომლობა, ეფექტიანი ბრმა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კოლეგებო სამინისტროებში, მინდა, გთხოვოთ აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატთან“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.


ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისი მოადგილე ლევან კალანდაძემ თანამდებობები 11 ნოემბერს დატოვეს.



1tv.ge




წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-28 14:26:08
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. "მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ...

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია
access_time2020-02-28 15:00:41
„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს.  „რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია,...

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა
access_time2020-02-28 14:00:01
„ახლა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სათამაშო ბიზნესის დაპირების დეტალები, თუ რომელი კომპანიები ჩამოხსნიან რეკლამებს და როგორ შეასრულებენ დაპირებას“- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „კომერსანტის“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის.   როგორც მედი ჰოლდინგმა გაარკვია მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი აქტივობითაა განპირობებული.    „როდესაც გასული წლის...


მსგავსი სიახლეები

up