ბიზნესმენთა ნაწილი დღგ-ს ნაწილში შესაძლოა, ორმაგი დაბეგვრისაგან გათავისუფლდეს

ბიზნესმენთა ნაწილი დღგ-ს ნაწილში შესაძლოა, ორმაგი დაბეგვრისაგან გათავისუფლდეს

access_time2019-10-03 19:45:09

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესაძლოა, მორიგი ცვლილებები შევიდეს. პროექტი ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა და ის დამატებული ღირებულების გადასახადის, ანუ დღგ-ს ნაწილში ორმაგ დაბეგვრას გამორიცხავს.



კერძოდ, ორმაგი დაბეგვრისაგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც საქართველოში რაიმე სახის პროდუქტს აწარმოებს და იჯარით გასცემს საზღვარგარეთ.



იგივე ცვლილება შეეხება უცხოურ კომპანიებსაც, რომლებიც საქართველოში ქმნიან რაიმე სახის პროდუქტს, მაგრამ ეს პროდუქტი ადგილზე არ მოიხმარება და მხოლოდ საზღვარგარეთ გააქვთ.



ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის განვითარებას.




„2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს რიგ ვალდებულებებს არაპირდაპირი გადასახადების ნაწილში, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში. ამ ვალდებულებების შესრულების მიზნით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს და რომლის საჯარო განხილვა დაიწყო ამავე პერიოდიდან.



რაც შეეხება თავად კანონპროექტს, ეს ითვალისწინებს ბევრ სიახლეს, რომელიც არის პოზიტიური ბიზნესისთვის და ვფიქრობთ ის გაამარტივებს გადასახადის ადმინისტრირებას და ხელს შეუწყობს საქართველოში და ევროპაში მოღვაწე ბიზნესმენებს თავის საქმიანობაში.



პირველ რიგში იცლება მომსახურების ადგილი, რაც გამორიცხავს ორმაგ დაბეგვრას ერთის მხრივ იმ ქვეყანაში, საიდანაც ბიზნესმენია საქართველოში ჩამოსული ან საქართველოდან მოღვაწე ბიზნესმენი, რომელიც ევროპაში საქმიანობს დღგ-თი დაბეგვრის დროს გამოირიცხება მათთვის ორმაგი დაბეგვრა“ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა.



ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს გამოაქვეყნა და როგორც სამინისტროში ამბობენ, პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება.



BPN.GE 




თეგები:
დღგ



კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“

„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“
access_time2020-04-05 14:00:43
„ქვეყანას დასჭირდება დახმარება უცხოეთიდან, ამის გარეშე ამ პრობლემებს ვერ მოვერევით“ - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია

კორონავირუსის გადამტანი ყოველი მე-4 ადამიანი სავარაუდოდ ასიმპტომურია — ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ცნობილია
access_time2020-04-05 12:30:58
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის მესამედი კარანტინშია; ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იძულებული გახდა, სოციალური დისტანცირებისათვის სხვადასხვა ზომები მიეღო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ COVID-19 ხშირად აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. „გადადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის...


მსგავსი სიახლეები

up