კომპანია The Connor Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი კონორმა საფონდო ბირჟაზე 8 დღეში გამომუშავებული 1,6 მილიონი დოლარი კომპანიის 400 თანამშრომელს დაურიგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
The Connor Group-ი უძრავი ქონების ინვესტიციების სფეროში ოპერირებს. კორონავირუსის გამო საფონდო ბაზარზე კომპანიის აქციების ღირებულების ზრდის შედეგად კომპანიის ქონება 1,6 მილიონი დოლარით გაიზარდა. ამის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, გამომუშავებული ფული 400-მდე თანამშრომელს დაურიგოს.
„ჩვენი კომპანიის ნომერ პირველი ღირებულებაა, მოვიქცეთ სწორად. როდესაც დავფიქრდი იმაზე, როგორ ვიშოვე ჩემი ქონება, და ამავე დროს ყოველდღე ვხედავდი, როგორ შრომობენ ჩვენი თანამშრომლები, გადაწყვიტე, რომ მათთვის ბონუსების გადახდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“, - განაცხადა ლარი კონორმა.
ბონუსების ოდენობა 2 ათასიდან 9 ათას დოლარამდე მერყეობს და კომპანიის ყველა, დაბალ და საშუალო ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლებს ჩაერიცხება.
Imedinews