მსოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა, რომან აბრამოვიჩმა, 65 მილიონ დოლარად შეიძინა ვილა ისრაელში. გავრცელებული ინფორმაციით, უძრავი ქონება თელ-ავივიდან 15 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ გერცლიაში მდებარეობს.ისრაელის გამოცემა „გლობეს“-ის თანახმად გარიგება წლის დასაწყისში შედგა და ეს არის აბრამოვიჩის მიერ ისრაელში შეძენილი მესამე უძრავი ქონება.
პირველი გარიგებით, აბრამოვიჩმა 2015 წელს 30 მილიონ დოლარად შეიძინა თელ-ავივში ბუტიკური ტიპის სასტუმრო და მიწის ნაკვეთი. გასულ წელს ბიზნესმენმა თელ-ავივის საოფისე ნაგებობა შეიძინა 57 მილიონ დოლარად.
ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგის თანახმად, რომან აბრამოვიჩი რუს მილიარდერთა რეიტინგში 10-ე ადგილზე იმყოფება. მისი ქონება 11 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
წყარო: რადიო თავისუფლება