ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე  „KTW აგრო ქედას“ შესაძლო გაყიდვის მიზეზებს  განმარტავს

ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძე „KTW აგრო ქედას“ შესაძლო გაყიდვის მიზეზებს განმარტავს

access_time2019-08-02 12:10:29

„ნენა“ არ იყიდება,იგეგმება მხოლოდ კომპანიის საკუთრებაში არსებული ქედის საწარმოს დაინტერესებული პირისთვის გადაცემა“ -კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფის) დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ქედაში, ხილის გადამამუშავებელი ქარხნის შესაძლო გაყიდვაზე, განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, აქ მნიშვნელოვანია სწორი ფორმულირება. კერძოდ, „ნენა“ არ იყიდება,უბრალოდ, იგეგმება კომპანიის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი,  ქედის საწარმოს დაინტერესებული პირისთვის გადაცემა. „ნენას“ ბრენდის მეორე საწარმო, რომელიც ჩოხატაურშია, გაფართოებული სახით გააგრძელებს ბაზარზე ოპერირებას.


„ჩვენი კომპანია „ნენას“ ბრენდით პროდუქციას ძირითადად, ჩოხატაურში მდებარე ქარხანაში აწარმოებს, (იურიდიული პირი „აგრო ჩოხატაური“)შედარებით მცირე პარტიების წარმოება ხდება „KTW აგრო ქედაშიც“.ქედის ქარხნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან და მისი განვითარების პერსპექტივით, ჩოხატაურში უფრო მეტი საშუალებები მოგვეცა,რომ ამ სამი წლის განმავლობაში საწარმო გაგვეფართოვებინა,გაგვევითარებინა და რეინვესტირება გაგვეკეთებინა. ცოტა ხნის წინ კომპანიამ „ნენას“ რებდრენდინგიც კი გააკეთა და უკვე ახლა „ნენას“ პროდუქცია ახალი ეტიკეტით გამოდის“-აღნიშნავს ჩხაიძე.


რაც შეეხება ქედის საწარმოს შესაძლო გაყიდვას,ჩხაიძის ინფორმაციით, საწარმოს საწყისი გასაყიდი ფასი 4.2 მლნ ლარია, „ბიჯი“ 42 000 ლარს შეადგენს. აუქციონი 16 აგვისტოს დასრულდება.


როგორც ცნობილია, საწაროს ახალმა მფლობელმა გარკვეული ვადით პროფილი უნდა შეინარჩუნოს, გადაამუშავოს არანაკლებ 220 ტონა ხილი, დაასაქმოს არანაკლებ 20 საქართველოს მოქალაქე და 2019 წლის ბოლომდე სასაწყობე მეურნეობის მოწყობის მიზნით უნდა განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია.


ბიზნესმენის განცხადებით, KTW მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საშუალებას წარმოების არეალი გააფართოვოს. ამისთვის კი KTW ჯგუფი  ახალ მფლობელებს საფინანსო ინსტიტუტებთან დახმარებასაც სთავაზობს. „ჩვენთან საწარმოში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტექნიკა,რომელიც ამათუიმ ხილის გადამშვებაში გვეხმარება. თვითონ აჭარა საინტერესო, ტურისტულად აქტიური რეგიონია, ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება,რომ დაინტერესებულ ჯგუფს საწარმო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადავცე. KTW ჯგუფი ისედაც გამსხვილებისკენ მიდის, ვაკეთებთ დივერსიფიცირებას როგორც საქმიანობის, ასევე გეოგრაფიული მიმართულებითაც. აქედან გამომდინარე, ქედის საწარმო ჩვენთვის უკვე პატარაა“-აღნიშნავს ჩხაიძე.



კითხვაზე, უკვე ჰყავს თუ არა KTW ჯგუფს ქედის საწარმოს შესყიდვით დაინტერესებული ბიზნეს ჯგუფი, ჩხაიძე აცხადებს,რომ გარკვეული ინტერესი არის, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული არაფერია.


საწარმო ,,აგრო ქედა „ნენა“-ს ბრენდით ხილის გადამუშავებით მიღებულ პროდუქციას აწარმოებს, ის 2015 წელს, სახელმწიფოს ხელშეწყობით გაიხსნა. „ნენა“ ქართული ბრენდია და აწარმოებს, უმაღლესი ხარისხის საკვებპროდუქციას. ჯემებს, კომპოტებს, მურაბებს, თაფლს, ტყემლებსა და საწებლებს.


„ნენას“ ქარხნები მდებარეობს გურიის (ჩოხატაური) და აჭარის (ქედა) მაღალმთიან რეგიონში.


სოფო ქსოვრელი 






დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up