კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე, განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ“
„მინდა გამოვეხმაურო მორიგ დეზინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია TV პირველმა გაავრცელა. 21 ოქტომბრის 13:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქდა ინფორმაცია გურიის გუბერნატორის, ზურაბ ნასარაიას Covid 19-ით დაინფიცირების შესახებ. ჟურნალისტმა მისი ინფიცირების ერთ-ერთ წყაროდ დაასახელა ჩემი სახლი, სადაც მისი თქმით ვახშამზე იმყოფებოდნენ გურიის გუბერნატორი და მთავრობის წევრები.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 16 ოქტომბერს სოფელ ასკანაში ვიწრო ოჯახური ვახშამი გაიმართა, სადაც არ იმყოფებოდა მთავრობის არც ერთი წევრი.
მე თავად ვესწრებოდი გურიაში ჩემი მეგობრის, ვასილ ჩიგოგიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას არსებული კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
სამწუხაროა, რომ ხშირი სახე მიიღო აღნიშნული ტელევიზიით დაუდასტურებელი და რეალობისგან შორს მდგარი ფაქტების გაშუქებამ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს არანაირი „ასკანის
კლასტერი“ რადგან იქ მყოფი არც ერთი ადამიანი არ იყო ინფიცირებული. მეც და ჩემი ოჯახის
წევრებიც თავს კარგად ვგრძნობთ“,-ნათვქამია განცხადებაში.
(R)