ბიზნესმენი  ვანო იოსელიანი ახალი პროექტის დასაწყებად, 5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის მოძიებას იწყებს

ბიზნესმენი ვანო იოსელიანი ახალი პროექტის დასაწყებად, 5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის მოძიებას იწყებს

access_time2018-11-07 09:15:56

ბიზნესმენი ვანო იოსელიანი ახალი პროექტის დასაწყებად, 5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზის მოძიებას იწყებს. როგორც კომპანია „ჩემი რანჩოს“ ხელმძღვანელმა ვანო იოსელიანმა განაცხადა, ახალი პროექტი იმაზე მეტად მასშტაბური იქნება, ვიდრე არსებული მებოცვრეობის ფერმებია.



იოსელიანი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა პროექტზეა საუბარი, თუმცა, აცხადებს, რომ ის აუცილებლად აგრარული მიმართულებით ბოცვრის გარდა, სხვა შინაური ხორცის წარმოებასაც არ გამორიცხავს.



აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იოსელიანი ასევე „კომერსანტთან“ ამბობდა, რომ სამომავლოდ, ბოცვრის ხორცის ბაზარზე სხვადასხვა სახით წარდგენას გეგმავდა. ეს იქნებოდა როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი და დაფასოებული ფილეები, ბარკლები და სხვა.



ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ფინანსების მოძიებას როგორც ადგილობრივი ბანკებიდან, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ეცდება. პროექტის ირგვლივ სხვა დამეტბით დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.



მისივე ინფორმაციით, გარდაბანის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მეორე ფერმის მშენებლობა უკვე დაასრულა, რაშიც 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ფერმა იტალიური ფირმის Meneghin ტექნიკით აღიჭურვა, რომელიც ამ სფეროში მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელია.




როგორც იოსელიანი განმარტავს, 2019 წლის თებერვლიდან წარმადობას გააორმაგებს და საქართველოს ბაზარს ორჯერ მეტ კურდღლის ხორცს მიაწვდის, რაც საშუალოდ თვეში 8-10 ტონა იქნება. წელიწადში კი დაახლოებით, 100 ტონა ბოცვრის ხორცის წარმოება იქნება შესაძლებელი.



გარდაბანში მეორე ფერმა ექსპლუატაციაში უკვე შევიდა, ამ დროისთვის Hicol-ის სელექციური ცენტრიდან ფრანგული ჯიშის ბოცვრების მოშენება მიმდინარეობს. Hicol-ის მეხორცული ჯიში საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა,“-აღნიშნავს იოსელიანი.



იოსელიანის განცხადებით, ბოცვრის ხორცი „ჩემი რანჩოს“ ბრენდით გასული წლიდან დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება და თან საკმაოდ წარმატებით. 1 კილოგრამი ბოცვრის ხორცის ფასი 13-14 ლარის ფარგლებშია.



მისი განცხადებით, კომპანია ამ ეტაპზე ბრენდული მაღაზიების გახსნით დაინტერესებული არ არის. არ გამორიცხავს. შესაძლოა შეიქმნას სადისტრიბუციო ქსელიც. როგორც ცნობილია, ორივე ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. პროექტი ქართული ინვესტიციით ხორციელდება.



შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში გასული წლის ბოლოს გადაინაცვლა. კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიებს და სასაკლაოს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up