ბიზნესმენი: პრემიერმა  მთავრობაში არსებულ ბიუროკრატიას მიხედოს

ბიზნესმენი: პრემიერმა მთავრობაში არსებულ ბიუროკრატიას მიხედოს

access_time2019-09-12 09:30:49

„თუ გიორგი გახარია საქართველოში ბიზნესის და წარმოების, ასევე სერვისის განვითარებას ხელს შეუწყობს, ამით წარმატებებს მივაღწევთ,“ - ამის შესახებ BM.GE-ის ბიზნესმენმა კომპანია ჩირინას დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გახარიას გაპრემიერების კომენტირებისას განუცხადა.


როგორც ვაშაკიძე აღნიშნავს, მას ახალ პრემიერთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის და ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ჰქონდა და მის მუშაობას დადებითად აფასებს.


„როდესაც გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი გახდა, ჩვენ მასთან ურთიერთობა გვქონდა და ყველა საკითხს ყურადღებით ეკიდებოდა. მას უნარი შესწევდა, რომ ეს საკითხები გადაეჭრა სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგალითად, საგადასახადოში და ეკონომიკის სამინისტროში. გახარია ბიზნესის მიმართ დადებითად იყო განწყობილი და ჩვენც დადებითად ვიყავით განწყობილები. როდესაც გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, იქაც იგივე მდგომარეობა ჰქონდა, საკითხებს უშუალოდ იხილავდა. თუ გახარია საქართველოში ბიზნესის და წარმოების, ასევე სერვისის განვითარებას ხელს შეუწყობს, ამით წარმატებებს მივაღწევთ,“ - აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.



ბიზნესმენის განმარტებით, ის გახარიას მთავრობის გამოწვევად ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირებას მიიჩნევს.


„მიხედოს ბიუროკრატიას, რომელიც მთავრობაშია და გადაწყვეტილება დროულად მიიღოს, რათა ადამიანს ცხოვრება გაუადვილდეს. მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული მივიდეს ბიზნესთან, გაიგოს რა უჭირს, რა დახმარება სჭირდება. ვიღაცეები გადასახადებს იხდიან, ვიღაცეები - არა. ან იყოს ერთი კანონი ყველასთვის ან არ იყოს; ეს მთლიანად სახელმწიფოს ეროზიას იწვევს, - განაცხადა ვაშაკიძემ.


bmg






აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო

აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო
access_time2020-08-05 19:20:58
ნახიჩივანის ავტონომიური რესპუბლიკის ავტომობილების ქარხანაში ახალი Naz Lifan L7-ის აწყობა დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო ABC.AZ-ის ინფორმაციით, Naz Lifan L7-ის მარკის ავტომობილები 7 მგზავრს დაიტევს და „მინივენის“ ტიპის ორი მოდიფიკაციით - 1,2 და 1,5 ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება. ამ ეტაპზე მუშაობა 6 მოდელზეა დასრულებული. ქარხანაში აცხადებენ, რომ ავტომობილებს ცენტრალური საკეტისა და სარკის ავტომატური რეგულირების სისტემა ექნებათ. წყარო Abc.azმოამზადა...

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის
access_time2020-08-05 16:10:03
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს. „საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. როგორც...

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება
access_time2020-08-05 12:00:45
ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება: „მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა...

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს
access_time2020-08-05 18:30:25
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ტურიზმის მინისტრის მოადგილის დათო ქაჯაიას თქმით, უწყების შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი რამ თავად მოქალაქეების თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. საზღვრის გახსნას ათასობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას...

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...


მსგავსი სიახლეები

up