ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

access_time2020-07-09 13:25:44

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება:


სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეების მატერიალური ან სხვა სახის დახმარება კანონდარღვევად ითვლება „არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით“. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ასეთი აქტი გამოცემული არ არის. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის 1 პუნქტში, „ამომრჩევლის მოსყიდვა“ დეტალურადაა განმარტებული და ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის პირველადი საკვები პროდუქტით დახმარება (პროდუქტების კალათის ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს) არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი და არა „ამომრჩევლის მოსყიდვა“.


ISFED-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი მოიცავდა 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს და ასევე, მოგვეცა რეკომენდაცია, თანხები შევწიროთ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ.


სრულად ვიზიარებ აღნიშნულ რეკომენდაციას და შევახსენებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მთავრობის პირველივე საჯარო განცხადებისთანავე, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის შესახებ, მე გახლდით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფონდს 300 000 ლარი შესწირა. აქვე დავაზუსტებ, რომ აღნიშნულ ფონდში თანხა 2020 წლის 21 მარტს გადაირიცხა, ხოლო 16 000 ოჯახს პროდუქტით დახმარება 2020 წლის 28 აპრილიდან, 1 კვირის განმავლობაში გაეწია და არა 1 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში.



და ბოლოს, ჰუმანიტარულ ჭრილში, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ უკიდურესად დაამძიმა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აპრილ-მაისის პერიოდში იწყება სამეურნეო მიწების დამუშავება და არა მოსავლის აღება, სოფლად მცხოვრები უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ითხოვდნენ შველას. ამიტომ მიმაჩნია, ჩემს მიერ ამ ოჯახების დასახმარებლად გაღებული პირველადი საჭიროების პროდუქტი გახლავთ მათი სოციალური მდგომარეობის მცირედი შემსუბუქება და არა „მოსყიდვა“. მჯერა, საზოგადოება სწორად შეაფასებს ჩემს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს“-ნათქვამია განცხადებაში. 


(R)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up