გიორგი კოდუა  “კომერსანტის“ საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს - ივანიშვილის ინტერვიუ, ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

გიორგი კოდუა “კომერსანტის“ საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს - ივანიშვილის ინტერვიუ, ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

access_time2019-04-16 13:30:37

ბიზნესმენი გიორგი კოდუა  “კომერსანტის“ საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს.


ბიზნესმების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„ჩემი ცხოვრების ბოლო 30 წელი, ავიაციის ბიზნესში ვარ. ამ მიმართულებით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმუშავია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე,  ვხედავდი, რომ ამ სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარება, პირდაპირპროპორციულად იყო დაკავშირებული, სწორედ ტრანსპორტისა და ავიაციის განვითარებასთან. ბუნებრივია, გამიჩნდა სურვილი, ეს მოდელი  და მიდგომები, საქართველოშიც გადმომეტანა ტრანსპორტის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი გამხდარიყო, გამოგვეყენებინა ის რესურსი, რაც საქართველოს მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ჰქონდა. გაჩნდა კონკრეტული  პროექტებიც.


ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ-საქართველოს გავლით, ავღანეთის მიმართულებით, ნატოს ტვირთების ტრანსპორტირებას ვახდენდით. თუმცა, როცა კონკრეტული ადამიანების ინტერესები გადავკვეთე, წინააღმდეგობამაც არ დააყოვნა. მე არასდრის დამიმალავს, რომ ამ პროექტის გამო, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან სერიოზული დაპირისპირება მქონდა, რაც ჩემსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორის წყალგამყოფი აღმოჩნდა.


ჩემთვის მიუღებელი იყო ბიზნესის მიმართ მიდგომა, მისი შევიწროვება. ამაზე ღიად არაერთხელ მისაუბრია. ამ პროექტთან მიმართებაში ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა, საბოლოოდ ბიზნესიც დააზიანა და ქვეყნის ინტერესიც--საქართველომ ნატოს ტვირთების გადაზიდვის პროექტი  დაკარგა. სწორედ ამგვარმა შემთხვევებმა გადამაწყვეტინა, რომ 2012 წელს, სრულიად აპოლიტიკურ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ბიზნესზე იყო ორიენტირებული, პოლიტიკური განცხადებები გამეკეთებინა, ასევე საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ,,თავისუფალ დემოკრატებისთვის“ დამეჭირა მხარი.


იმედი მქონდა, რომ მომხდარი ცვლილებები, ახალ იდეებსა და ბიზნესის თავისუფლებას მოუტანდა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით, მე დავინახე შანსი, რომ ის ნაკლოვანებები და შეცდომები, რაც წინა ხელისუფლებამ დაუშვა, გამოსწორდებოდა.  დავინახე ძალა, რომელიც გვპირდებოდა ბიზნესის გათავისუფლებას, მაგრამ საბოლოოდ მოჯადოვებულ წრეში აღმოვჩნდით.



 საქართველოს განვითარებას, გლობალური  და ამბიციური პროექტების განხორციელებაში ვხედავ. მოქმედი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები, სწორედ ჩემს ამ მოსაზრებას ემთხვეოდა. მაგალითად მოვიყვან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს, რომ საქართველო რეგიონული ჰაბი უნდა გახდეს, მოქმედი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის არაერთ გამოსვლას ამავე თემაზე, მინისტრ გიორგი გახარიასგზავნილებს. მთავრობის წევრების ეს გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევდა, მაგრამ განცხადებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა, ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ფაქტობრივად მე მოვისმინე, რომ  საქართველო უნდა იყოს გუბერნია, სოფელი და აქ არ არის საჭირო დიდი პროექტების განხორციელება. სწორეს ამგვარი დამოკიდებულება დააფიქსირა მან ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.


რად გვინდა შავი ზღვა, თუკი მის პოტენციალს არ გამოვიყენებთ, თუკი ჩრდილოეთის ნაკადის საქართველოს კორიდორში გადმოტანას არ შევეცდებით და ქვეყნას ფუნქციას, როლს და დანიშნულებას არ შევძენთ. ამით ხომ სარგებელს მხოლოდ ბიზნესი არ მიიღებს, ეს ქვეყნის და თითოეული მოქალაქის სარგებელი იქნება. ანაკლიის პორტი ვერ იარსებებს, როგორც ცალკე აღებული პროექტი, ის კოორდინაციაში უნდა იყოს რკინიგზასთან, ავიაციასთან და საავტომობილო ტრანსპორტთან. ეს არის ჩემთვის ის საოცნებო ჯაჭვი, რომელმაც ქვეყანა საკომუნიკაციო ცენტრად უნდა აქციოს. ქართველები სულ  ვსაუბრობთ და ვამაყობთ, რომ კარგ ადგილას ვცხოვრობთ.


რას ნიშნავს კარგი ადგილი, თუკი ის, მატერიალურ დოვლათში არ ტრანსფორმირადა, რას ვაკეთებთ ამისთვის ჩვენ და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლება ?


სახელმწიფოს გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ კი, მთლიანად დაანგრია ჩემი ოპტიმიზმი. ამ განცხადებით, ჩემთვის პროექტის განხორციელება ეჭვის ქვეშ დადგა. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ახლა კი პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ხელისუფლებაზე დიდი გავლენა აქვს და თუკი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ბიზნესისთვის საინტერესო არ არის, ეს ჩემთვის ბევრი რამის მანიშნებელია. ესეთი შინაარსისა და განწყობი განცხადებები პარადოქსული და მიუღებელია.


თუკი ჩვენ არ გვჯერა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებისა და პოტენციალის, თუკი ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პირი, ასეთ სკეპტიკურ განცხადებებს აკეთებს ,, საუკუნის პროექტად” წოდებული პორტის მიმართ, როგორ დაიჯერებს პოტენციური ინვესტორი. ხელისუფლებათავად უნდა იყოს, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო ინვესტორების მოტივატორი და დამარწმუნებელი. ამიტომაც ასეთი შინაარსის განცხადებები, სრულიად გაუგებარი და დამაზიანებელია. ასეთი პოლიტიკით, ვერც ფონს გავალთ და ვერც ქვეყანას ავაშენებთ.


პოლიტიკური სპექტრიც და ბიზნესიც, უნდა შეთანხმდეს ქვეყნის განვითარების მინიმუმ 50 წლიან გეგმაზე, რომლის საკვანძო ელემენტიც სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. პორტები, რკინიგზა, ავიაცია და საავტომობილო ტრანსპორტი, ერთიან კოორდინირებულ მექანიზმად უნდა იქცეს. სწორედ ეს გადააქცევს საქართველოს მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად კავკასიის რეგიონში, რაზეც ასე ხშირად საუბრობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები“.




სალომე ლემონჯავა 






საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9%-მდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9%-მდე ზრდის
access_time2019-12-11 12:16:35
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს....

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up