ბიზნესმენი გელა ობოლაშვილი თბილისში 2 ფარმაცევტულ საწარმოს ხსნის

ბიზნესმენი გელა ობოლაშვილი თბილისში 2 ფარმაცევტულ საწარმოს ხსნის

access_time2020-09-17 12:00:15

ბიზნესმენი გელა ობოლაშვილი თბილისში ორი ფარმაცევტული საწარმოს აშენებას გეგმავს. საწარმო 2022 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.  


გელა ობოლაშვილი ამჟამად მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია „ბიოპოლუსის“ მეპატრონეა, რომელიც ადრე „ბატფარმის“ სახელით იყო ცნობილი. „ბატფარმა“ კი სკანდალურად ცნობილი კომპანიაა, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებსაც აწარმოებდა და შუა აზიის ქვეყნებში გაქონდა. 2009 წლის ნოემბრამდე კომპანიის ერთ-ერთი მეწილე ვანო მერაბიშვილის ახლო მეგობარი ლუხუმ კაპანაძე იყო.


2022 წლის  პირველი იანვრიდან  საქართველოში  შემოდის  კანონი, რომლის მიხედვითაც, თითოეული ფარმაცევტული საწარმო GMP -ის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.


მინდა 2022 წლისთვის  მქონდეს GMP -ის სტანდარტების მქონე  თანამედროვე  საწარმო და  ამისათვის მთლიანად  მობილიზებული ვარ.  ბევრმა  ქვეყანამ  ახლა  მოთხოვნაში  შეიტანა, რომ თუ  GMP -ის სტანდარტების  საწარმო არ გაქვს, აღარ  გიშვებს  ქვეყანაში.  მე  ახლა  დამრჩა  სამი  ქვეყანა  - უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, სადაც  ჯერ კიდევ გამაქვს პროდუქცია და არ ითხოვენ  ამ  სტანდარტებს.  ადრე ვმუშაობდი  რუსეთისა და  უკრაინის ბაზარზე, სადაც უკვე დააყენეს მოთხოვნები.   როდესაც ამ საწარმოს გავაკეთებთ,  მაშინ ბევრი  ქვეყანა  გაიხსნება  ჩემთვის და გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება  ექსპორტიც  და  წარმადობაც,“ - აღნიშნავს ბიზნესმენი.


ბაზარზე მედიკამენტების ფასებს და ხარისხს გელა ობოლაშვილი ადეკვატურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ აზრს მოკლებულია ყველა მოსაზრება, რაც საქართველოში ფასების სიძვირეს უსვამს ხაზს.



„იმპორტირებული პრეპარატების ფასი ხომ ვალუტაზეა  ჩამოკიდებული - როდესაც  გაიზარდა ვალუტის კურსი, წამლის ფასიც გაიზარდა.  ჩვენი მოსახლეობა  ყველაფერს  ლარებში  აღიქვამს, თუმცა ბაზრიდან გამომდინარე წამლის გაძვირება ადეკვატური იყო.


მე  არ  ვეთანხმები იმ მოსაზრებას,  რომ  რაღაც უძვირესი  ფასებია წამლებზე.   ეს  პრეტენზიები ქართულ კომპანიებთან კი არ უნდა  იყოს, მსოფლიოს  ფარმაცევტულ  გიგანტებს  უნდა მოსთხოვო,  რატომ  აქვთ  ასეთი  ძვირი ფასები.


საუბრები, რომ  თურქეთში   უფრო  იაფია წამალი და  ჩვენთან  ძვირია ასევე აზრს მოკლებულია.   აბა  გადათვალეთ   სამშაბათს,  ხუთშაბათს  და  შაბათს  აფთიაქები რომ -25%  ფასდაკლებებს  აკეთებენ  და დათვალეთ.  ასე  არ არის,  ოღონდ  რაღაცა  ააგორონ და ქარიშხალი  გააჩინონ.


მე  ვფიქრობ, რომ სახელმწიფო  არასოდეს არ უნდა ერეოდეს  ბაზრის ფასებში და  ფასს  ბაზარი  უნდა არეგულირებდეს.  იმედს  ვიქონიებ,  რომ  ჩვენი  ქვეყანა  იხელმძღვანელებს  ევროპული  ცივილური  მიმართულებით, ვიდრე პოსტ  საბჭოთა  სივრცეების მიდგომით,“ - ამბობს ბიზნესმენი.

 

ლუხუმ კაპანაძე “ბიოპოლუსს” ფლობდა 2012 წლის 18 ოქტომბრამდე. იმ დღეს თავისი წილების 33 პროცენტი სწორედ გელა ობოლაშვილს მიყიდა 300 ათას დოლარად. დანარჩენი 57 პროცენტი ლუხუმ კაპანაძემ გადაუფორმა უმცროს ძმას, უჩა კაპანაძეს. უჩა კაპანაძემ, თავის მხრივ, ერთ კვირაში წილები 520 ათას დოლარად მიყიდა გელა ობოლაშვილს. იმავე დღეს გელა ობოლაშვილს თავისი 10 პროცენტიც სოსო ზაზაშვილმა გადასცა. ობოლაშვილმა ეს 10 პროცენტი 90 ათას დოლარად ავთანდილ ჯანგავაძეს მიყიდა.

 

მარიამ მორგოშია





„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„სამშენებლო სექტორი ხელისუფლებასთან მეტ კომუნიკაციას და პრობლემების დროულ მოგვარებას საჭიროებს“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-03-05 15:00:36
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის ფორმატით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო და დეველოპერულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს, რომელთა უმეტესობა წლების მანძილზე დაგროვდა და სახელმწიფოს დროულ რეაგირებას საჭიროებს. როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სამშენებლო სექტორს სახელმწიფო სტრუქტურებში არ ჰყავს ერთი პირდაპირი კურატორი, რომელიც მოისმენს მათ წინაშე არსებულ...

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ - World Class

„დავიწყეთ დარბაზის მომზადება გახსნისთვის, პირბადე სავალდებულოა, მაგრამ არა ინტენსიური ვარჯიშის დროს“ -  World Class
access_time2021-03-05 17:30:20
თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, 15 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ფიტნეს დარბაზები გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე თებერვლის ბოლო კვირაში მიიღეს. World Class-მა გახნის დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. პრემიუმ კლასის ფიტნეს ცენტრის შემადგენლობაში საუნაც შედის, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება შესვლის საშუალება. ხოლო პირბადის ტარება სავალდებულო წინა გახსნის დროსაც იყო, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ზონებში. „დავიწყეთ...

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე

ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკით საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ მოხვდები - პაატა ღაძაძე
access_time2021-03-05 15:30:42
ქვეყანაში, როდესაც ვაქცინაციის ნულოვანი სტატისტიკაა, საინტერესო ქვეყნების რიგში ვერ ხვდები, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განუცხადა. „მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის ეპიდემიოლოგიური ვითარება დრამატულად ცუდი არ არის. სახელმწიფოს მხრიდან ცეცხლის ჩამქრობ ვითარებაში ყოფნა და მართვა აღარ არის ადეკვატური, აღარ მუშაობს. დღეს მუშაობს სისტემური მიდგომა, წინასწარი ლოჯისტიკური მომზადება, არამარტო...


მსგავსი სიახლეები

up