ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი უზენაეს სასამართლოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი უზენაეს სასამართლოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

access_time2019-03-19 22:54:48

ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი უზენაეს სასამართლოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რუსთავი 2 წერს. 


სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმის მოგების შემდეგ, უზენაესმა სტერეო პლუსის დამფუძნებელი გაამტყუნა, კომპანიის 51 პროცენტი დააყადაღა და მოდავე მხარისთვის 210 ათასი ამერიკული დოლარის გადახდაც დააკისრა.

ზილფილიანი ამბობს, რომ მისმა მოწინააღმდეგემ კომპანია ჩემექსიმ ინთერნეიშენალის დამფუძნებელმა, დავით ბეჟუაშვილმა, გავლენები გამოიყენა და უზენაესს მიკერძოებული გადაწყვეტილება მიაღებინა, თან ისე, რომ ის სხდომას არ დაასწრეს.

სასამართლო დავის საგანი 210 ათასი დოლარია.

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი ამტკიცებს, რომ 11 წლის წინ ფული სტერო პლიუსის დამფუძნებელს ასესხა, თუმცა, არ არსებობს სესხის დამადასტურებელი ხელშეკრულება.

ფულის მიღებას სტერეო პლიუსის დამფუძნებელი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ბეჟუაშვილს მის მიმართ ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი და 650 ათასი ლარიც ამ მოტივით გადაურიცხა.



სტერეო პლიუსი ბრალდებებს აფსურდულს უწოდებენ დავით ბეჟუაშვილის ადვოკატები და დავით ზილფიმიანს მოუწოდებენ, სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანოს.


დავით ზილფილიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. სარჩელი სასამრთლომ წარმოებაში მიიღო და უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, თუმცა, სტერეო პლიუსის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოში არ დაკმაყოფილდება, დავას ქვეყნის უმსხვილესი მულტიპლექსის მფლობელი ევროსასამართლოში გააგრძელებს.



რუსთავი 2






„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...


მსგავსი სიახლეები

up