არჩევნებს აფინანსებს მსხვილი ბიზნესი და ამით  ხელშეუხებლობის დაზღვევას ყიდულობს

არჩევნებს აფინანსებს მსხვილი ბიზნესი და ამით ხელშეუხებლობის დაზღვევას ყიდულობს

access_time2018-10-30 10:00:00

საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეფასებისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ჰუნკომ გაოცება გამოხატა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვეყანაში ბევრი ფული დაიხარჯა, რაც მისი აზრით, საქართველოს მსგავს ღარიბი ქვეყნისთვის ცოტა უცნაურია. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ კი დაითვალა და აღმოაჩინა, რომ ამ არჩევნებში, ერთ სულ მოსახლეზე, ფაქტობრივად, 1.5-ჯერ მეტი თანხა დახარჯა საქართველომ, ვიდრე აშშ-მ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.


რა თანხებზეა საუბარი და ვინ აფინანსებს ძირითადად არჩევნებს, ამ კითხვით „კომერსანტმა“ ერთ-ერთ ბიზნესმენს მიმართა.
საუბრის ჩანაწერილი ინახება „კომერსანტში“, თუმცა გარკვეული მოსაზრების გამო, ბიზნესმენმა გვთხოვა დავიცვათ  კონფიდენციალურობა და არ დავასახელოთ მისი სახელი და გვარი.


კარგი ანალიზია. როგორ შეიძლება აშშ-სთან შედარებით უფრო მეტი თანხა დახარჯოს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ეკონომიკის მქონე სახელმწიფომ. საიდან მოდის ეს ფინანსები არჩევნებისთვის? როგორც წესი მოდის კერძო წყაროებიდან ან ბიზნესიდან. კერძო წყაროებიდან ფინანსირებას, როგორც წესი პრობლემები არ მოაქვს, მაგრამ საკმაოდ პრობლემატურია ბიზნესის მიერ პოლიტიკოსების ფორმალურად და არაფორმალურად ლობირება.



ჩვენთან ისეთი კანონმდებლობაა, რომ კომპანიებს არჩევნებში ფულის ჩადება არ შეუძლიათ. მაგრამ, სინამდვილეში ვიცით რაც ხდება. ბიზნესმენები ან პირდაპირ აძლევენ ვიღაცას ფულს, ან გამოუწერენ ხელფასებს თანამშრომლებს და მერე მათ, ვითომ ფორმალურად შეაქვთ ამა თუ იმ კანდიდატის სახელზე. სინამდვილეში, ბოლოს არჩევნებს დიდ წილად მაინც ბიზნესი აფინანსებს.
საქართველოში ამას ხელს უწყობს ეკონომიკური პოლიტიკაც. ბიზნესი ძირითადად კონცენტრირებულია ბიძინა ივანიშვილზე. მათთვის ეს არის პირდაპირი ინვესტიცია - თუ არ იყიდეს არჩევნები ბიზნესი თავზე ექცევათ. ეს ბიზნესის მხრიდან ერთგვარი უსაფრთხოების ყიდვაა.



ამერიკაში ერთი მთავრობა წავა და მოვა მეორე, მაგრამ ბიზნესმენმა იცის, რომ მათ კომპანიას არავინ დახურავს. საქართველოში პირიქით, არჩევნების დაფინანსებით ერთგვარად ხელშეუხებლობის დაზღვევას ყიდულობ, რაც გიღირს. ამას არ გააკეთებ და იმდენად ნეგატიური შედეგი შეიძლება გქონდეს, რომ მძიმე ფინანსურ დარტყმას მიიღეს. ამერიკაში ეს დილემა არ გაქვს. ვთქვათ, ხაზარაძეს წყალობდა კვირიკაშვილი ან ვიღაც და ახლა ბახტაძე არ წყალობს, ან სხვა ასეთი ფაქტები. ამიტომ მსხვილი ბიზნესი გაცილებით ძვირის გადახდისთვისაც არის მზად.




ჩვენ ხომ ვიცით როგორ იყო ბიზნესი მიშა სააკაშვილის დროს. ვამბობდით რომ მიშა წყვეტდა ყველაფერს და ეს ცუდი იყო, მაგრამ ახლა რა ხდება? ტრიუმვირატი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ჰყავს ახლობელი შმაგი და უჩა მამაცაშვილი, რომელიც ალაგებს ბიზნესის თემებს. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან იმ სისტემის შედეგია, რომელიც თავად ივანიშვილმა ჩამოაყალიბა და სხვა შედეგი ვერ ექნება.



ივანიშვილს გულწრფელად უნდა კორუფციაც დაბალი იყოს და ეკონომიკური ზრდაც მაღალი, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ამ სისტემის გამომწვევი და აისბერგის წვერი თვითონაა. ყველაფერი ლოგიკურად გამოდის - როდესაც მას უნდა არაფორმალურად მართვა, სჭირდება ხალხის ერთგულება, რაც უმთავრესია, კომპეტენცია კი მეორე ხარისხოვანია. რომ არ გავაზვიადოთ, ფაქტობრივად, მონებს ქირაობს. ძლიერი, კომპეტენტური და დამოუკიდებელი ადამიანი მასთან არ წავა, შესაბამისად გვყავს სამოსანი მთავრობა და პარლამენტი. ძლიერი და პროფესიონალი კადრი შეეწინააღმდეგება, შეეპასუხება, ამიტომ ისეთ ადამიანს არ გაიკარებს გვერდზე. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ ეს სისტემა თავად შექმნა და ვერც კი ხვდება, რომ თვითონაა პრობლემა, ამიტომაცაა გაკვირვებული - რატომ არ გამოდის საქმეო.



ამ ყველაფერი გამო, მსხვილი ბიზნესი ცდილობს თავის დაცვას და, ფაქტობრივად, ჩამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. მის გარეშე, მნიშვნელოვანს ვერაფერს გააკეთებ დღეს საქართველოში. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის წვრილ ბიზნესზე.
შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მსხვილ ბიზნეს ეს აწყობს, რადგან მასთან სიამტკბილობა არის ბიზნესის წარმატების ფაქტორი.



ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, მე თვითონ ვარჩევ საქმეებს, ბიზნესმენებს მე ვარიგებ ერთმანეთში, მშვიდობა რომ იყოს და კარგად იმუშაონო - ეს მაფიოზური სქემაა. ადრე ქურდებთან გარჩევა რომ იყო, ის არის ფაქტობრივად. ვის შეუძლია შუშის სასახლემდე მისვლა? მხოლოდ მსხვილ ბიზნესს. კონკურენტულ სიტუაციაში ბიზნესმენებს მეტი კონცენტრაცია სჭირდებათ, ვინ ითამაშებს და ვინ ვერა ბაზარზე. ამიტომ ასეთი სიტუაცია აწყობთ მსხვილ ბიზნესმენებს და საბოლოოდ ვიღებთ მონოპოლიზაციას.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს ვინ აგებს ამით - ხალხი. ვიღაცა ბიზნესმენმა შეიძლება ფული იშოვოს, მაგრამ ამ გზით მთლიანად ეკონომიკა ვერ ვითარდება. ერთი მსხვილი კომპანიის ნაცვლად ორი მსხვილი რომ იყოს, ან 2-10 საშუალო ან წვრილი კომპანია, ფასებიც უფრო დაბალი იქნება, გაიზრდება სერვისის მოცულობები და პროდუქცია. მომხმარებელიც უკეთეს ფასში შეძლებს პროდუქციის შეძენას და ეკონომიკაც უფრო სწრაფად გაიზრდება. უფრო დაბალი ფასი ნიშნავს უფრო მეტ მოხმარებას. ამიტომ ყველასთვის და ქვეყნისთვის იქნება კარგი. რა შემთხვევაში მოხდება ეს - როცა პატარა მთავრობა გვყავს, დაბალი რეგულაციები გვაქვს და დაბალი გადასახადები. როცა, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ნახევარ ღმერთი არ გვყავს სადღაც წამოსკუპებული, რომელიც გვიწყვეტს ყველაფერს.


ბაჩო ადამია






ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა

Daily Mail: კლიმატური ცვლილებების კუთხით დედამიწას უკანდასახევი გზა არ დარჩა
access_time2021-07-30 20:00:57
დედამიწის „სასიცოცხლო მაჩვენებლები“ მკვეთრად გაუარესდა – პლანეტამ უკვე გადალახა კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.   ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ 31 მნიშვნელოვანი პარამეტრიდან 16 მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის ისეთები, როგორც სასათბურე გაზების კონცენტრაცია, ოკეანეს დამჟავება, რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს და სხვა მაჩვენებლები ანტირეკორდებს ხსნიან, მათ ვერ შველის პანდემია, რომელმაც  საყოველთაო ლოქდაუნის...


მსგავსი სიახლეები

up