წყალტუბოს  მასშტაბური განვითარება  იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა

წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა

access_time2020-06-04 10:00:19

სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყალტუბოს 15-ამდე სანატორიუმის გასხვისების გეგმა უკვე 7 თვეა პროცესშია. 29 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა „წყალტუბოს აღორძინების“ გეგმას ჩაუყარა საფუძველი, როდესაც განაცხადა, რომ საკურორტო ქალაქ წყალტუბოში ყველა სასტუმროს,  ბალნეოლოგიური სააბაზანოს და ძველი სანატორიუმების შეძენას აპირებდა - საუბარია 22 სანატორიუმსა და სასტუმროზე და 9 ბალნეოლოგიურ სააბაზანოზე.


7 თვის შემდეგ წყალტუბოს განვითარების მასშტაბური გეგმის დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია იმაზე, თუ რა ობიექტებია უკვე შესყიდული, რა პროცესები მიმდინარეობს და როდის დასრულდება წყალტუბოს აღორძინების გეგმა.


ამასობაში, „კომერსანტი“ წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს დაუკავშირდა. ამ ეტაპზე წყალტუბოს გენგეგმის შემუშავების პროცესი არ დასრულებულა, როგორც ცოტნე ზურაბიანი განმარტავს, ინვესტორების მხრიდან ინტერესი დიდია, თუმცა კონკრეტულ შესყიდვებზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა.


ჩემი ინფორმაციით, წყალტუბოს მიმართ ინვესტორების ინტერესი დიდია. ბალნეოლოგიური პოტენციალი იმდენად დიდია წყალტუბოში, რომ ძალიან მალე არის შესაძლებელი რომ ხორცი შეესხას ამ კონკრეტულ პროექტებს და ერთ-ერთი თვალსაჩინო ევროპული კურორტი გვქონდეს. „წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში არის რამდენიმე ეტაპი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამუშაოები, მათ შორის ხდება გენგეგმის შემუშავება, რომლის საფუძველზეც დაიწყება ქალაქის ურბანული განვითარება და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.ადგილზეც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ გენგეგმა სრულყოფილი სახით გვქონდეს. ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს აქტიურ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან, რათა განხორციელდეს კონკრეტული ინვესტიციები.


მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, წყალტუბოს მიმართ ინვესტორების  ინტერესი გაიზარდაწყალტუბოს კურორტმა სტაბილურობა შეიძინა. ბიზნესმენების დიდი ნაწილისთვის ეს გახდა გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებისთვის კარგი საშუალებაკარგი სიახლე ის გვაქვს, რომ წყალტუბო ევროპის თერმული ასოციაციის წევრი გახდა.   ამ ასოციაციის სათავო ოფისიდან გვეწვივნენ სტუმრები და მათთან თანამშრომლობით სამკურნალო სამედიცინო კურორტის კუთხის განვითარებას შევძლებთ, გვექნება კონკრეტული შედეგები და მიღწევები. მოხდა საწურბლიას მღვიმის სრული რეაბილიტაცია და ამ კუთხით მნიშვნელოვანი თერაპიის ცენტრი გვექნება წყალტუბოში,“ - განმარტავს ცოტნე ზურაბიანი.



 რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მამუკა საღარეიშვილი. მისი თქმით, კურორტზე არც ერთი ობიექტი არ გასხვისებულა. როგორც იგი აცხადებს, საკრებულოში ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით არანაირი განაცხადი არ შემოსულა. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ წყალტუბო, რომელიც ტურისტებზე იყო დამოკიდებული დღეს ვიზიტორებისგან დაცლილია. როგორც საღარეიშვილი განმარტავს, მოსახლეობა უიმედოდაა დარჩენილი, მმართველი გუნდის წევრები კი პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯს არ დგამენ.


საერთოდ არაფერი გაკეთებულა, საკრებულოში ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ დაპირებული გაკეთდება, მათ სჯერათ ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა.თავიდანვე არასწორად გაჟღერდა ამ პროექტის შესახებ, ვინც იცნობს წყალტუბოს ყველა მიხვდებოდა რომ არასწორი დაპირებები გაჟღერდა. გამოაცხადეს, რომ 25 სასტუმროს და 9 აბაზანას განაახლებდნენ, სინამდვილეში 19 სასტუმროა 6 აბაზანა. რა შეუსრულებია ივანიშვილს, ეს რომ დავიჯეროთ. ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო გაჭიანურდა პროცესი, სინამდვილეში მას შემდეგ რაც ინიციატივის შესახებ გაჟღერდა, წყალტუბოში არაფერი მომხდარა. რაც გაკეთებულია ისიც ინგრევა, ახალს ვინ დაეძებს. ოტია იოსელიანს ჰქონდა ესეთი რამ ნათქვამი, ერთხელ როდესაც მოგატყუებ, შენი ბრალი არ არის ადამიანი ხარ და ენდობიო, მეორედაც შეიძლებაო, მაგრამ მესამედ და მეოთხედ როდესაც მოგატყუებენ ან ბრიყვი ხარ ან იყიდები და გაწყობს როდესაც გატყუებენ. ჯერ ვერაფერი დავინახე ივანიშვილის შესრულებული და რაღა წყალტუბოს აღორძინებაზე, მოიკლავს თავს“, - განმარტავს მამუკა საღარეიშვილი.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს კომპლექსური განვითარების მიზნით,შემუშავდება ქალაქთმშენებლობითი გეგმები.მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოტური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერ-სახის შენარჩუნება-გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაის მიზნით.

 

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, „წყალტუბოს“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, იმერეთის რეგიონში დასაქმდება 8000-დან 20000 ადამიანამდე.


წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებდა, 47.5 მილიონი ლარია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ,2019 წლის ნოემბერში  განაცხადა.


მინისტრის განმარტებით, 2019 წლის შეფასებით, 15 სასტუმროს ფასი 47.5 მლნ ლარია, თუმცა რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება.


მარიამ მორგოშია

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up