როგორი რეაქცია ექნებათ ბიზნესმენებს მათი თანამშრომელი სამსახურში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ რომ მივიდეს

როგორი რეაქცია ექნებათ ბიზნესმენებს მათი თანამშრომელი სამსახურში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ რომ მივიდეს

access_time2018-08-09 12:00:00


მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „კომერსანტთან“ საუბრისას განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ ბიზნესმენებიც. ზოგიერთი მათგანი მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ ლიბერალურია, ხოლო ნაწილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

 

ბიზნესმენების ნაწილის თქმით, მეორე მხრივ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და ტურისტების რაოდენობა გაზარდოს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ეს სისტემა აღარ იმუშავებს.

 

 

ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ჩვენთან თემაზე საუბრისას საზოგადოების დეგრადირების საკითხს მკაფიოდ გამოყოფს.

 

„მარიხუანას ლეგალიზების საკითხი ახალგაზრდობის და ქვეყნის დეგრადირების საფრთხეს შეიცავს. რაც უფრო მეტი დეგრადირებული ადამიანი გვეყოლება, საზოგადოების განვითარების პრობლემა მეტად დადგება. ამასთან, მარიხუანას ლეგალიზება კრიმინალს ახალისებს. დადგენილია, რომ საზოგადოების იმ ფენებში, სადაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება მაღალია, იქ კრიმინალის დონეც მაღალია,“ -განაცხადა ქოქოლაძემ.

 

 

 როგორც „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია GDG+ის დამფუძნებელმა  ბიზნესმენმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა, პიროვნებას კანონით იმას ვერ აუკრძალავ რაც სურს. სწორედ ამიტომ ბიზნესმენი მარიხუანას ლეგალიზების ფაქტს კატასტროფად არ აღიქვამს.

 

„მარიხუანას ლეგალიზების ფაქტს კატასტროფად იმიტომ არ აღვიქვამ, რომ ეს ისედაც არის, წლებია ამას ვებრძვით და შედეგი არ არის. პიროვნებას კანონით იმას ვერ აუკრძალავ რაც სურს, რადგან სასურველს მაინც გააკეთებს. მნიშვნელობა არ აქვს ეს მალულად იქნება თუ ხილულად.  კანონმდებლობით აკრძალვაზე უკეთესი მოქნილი კანონმდებლობაა. რაც მარიხუანას ლეგალიზებას არც კრძალავს, მაგრამ რეგულაციების ფარგლებშიც ექცევა,“ - აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.

 


Comerce Group-ის ხელმძღვანელი დავით კოდუა მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება ქვეყანას დადებით შედეგს არ მოუტანს.

 

„მარიხუანას მოხმარებისთვის წარსულში ადამიანის დაპატიმრებას უარყოფითად აღვიქვამ, რადგან მას უფლება უნდა ჰქონდეს არჩევანი გააკეთოს. თუმცა ლეგალიზების საკითხი ქვეყნისთვის დადებითის მომტანი არ მგონია რომ იყოს,“ - განმარტა დავით კოდუამ.   

 

 

„კომერსანტის“ კითხვაზე როგორი რეაქცია ექნებოდათ  ბიზნესმენებს იმ შემთხვევაში, თუ  თანამშრომელს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ დაინახავენ? - ბიზნესმენების პასუხი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

 

„საქმის დროს არავინ უნდა იყოს მარიხუანას ზემოწმედების ქვეშ. ჩემი რეაქცია ისეთივე მწვავე იქნება როგორიც ჩვეულებრივი მოქალაქის. არავის სურს თანამშრომელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყოს, ამისთვის არასამუშაო საათები არსებობს. სამსახურიდან მარიხუანას ერთხელ მოხმარებისთვის გამო არ გავუშვებ, თუმცა სისტემატური ხასიათის შემთხვევაში გავუშვებ“, - განაცხადა დავით კოდუამ.

 

„ტექნო ბუმი“ წელიწადში ერთხელ თანამშრომლებს ტესტირებას უტარებდა. იმ შემთხვევაში თუ რომელიმეს ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდებოდა, სამსახურიდან ვუშვებდით. თუ ჩემი თანამშრომელი ნარკოტიკის მომხამრებელი იქნება მიმაჩნია, რომ ის როგორც კომპანიისთვის ისე თანამშრომლებისთვის საფრთხის მომტანი იქნება. შესაძლოა ეს მიდგომა არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე ასეთია,“ - აღნიშნა ანზორ ქოქოლაძემ. 

 

 

ქვეყანაში მარიხუანას ლეგალიზების შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები და საკანონმდებლო ორგანო რა ნაბიჯებს გადადგამს, ამ დოისთვის უცნობია. თუმცა ექიმ და ბიზნესმენ ანზორ მელიას პოზიცია რადიკალურია და ის მარიხუანას მოხმარების კატეგორიული წინააღმდეგია.

 

 

„როდესაც ახალგაზრდა ასაკში, ორგანიზმი ზრდასრული ჯერ კიდევ არ არის, ხოლო შენ მარიხუანას მოიხმარ ეს შემდგომი პერიოდისთვის დამღუპველია. მარიხუანას მოხმარება სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს მათ შორის, თავისტვინის უჯრედების მოშლას, ღვიძლის და გულისკუნთის უჯრედების დაზიანებას.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აზიანებს სასქესო ორგანოებს, როგორც მამაკაცებში ისე ქალბატონებში. ლეგალიზება არ უნდა მოხდეს და ჩვენ ამითი დაკავებულები არ უნდა ვიყოთ. ყველამ იცის, რომ მარიხუანა მძიმე ნარკომანიის პირველი ეტაპია. “ - განაცხადა ანზორ მელიამ.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ პარტია გირჩის  არჩელ განიხილა და ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო. ამიერიდან საქართველოს მოქალაქე ზემოთ აღნიშნული მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარიანი ადმინისტრაციულ სახდელისგან თავისუფლდება.

 

თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების ფაქტი საფრთხეებს ქმნის მესამე პირებისთვის, გადაწყვეტილება გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს. მაგალითად, სასამართლომ მარიხუან მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არასრულწლოვანთა თანდასწრებით.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up