ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი?

ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი?

access_time2021-08-03 11:00:19

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ყოფილი პრემიერის მისამართით მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, რომ  გიორგი გახარიას მეტსახელი ,,ბოლი“ იყო, ,,კომერსანტთან“ საუბარში ბიზნესმენები აფასებენ. არის თუ არა გახარია „ბოლი“, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ბიზნესთან - ბიზნესომბუდსმენობიდან მოყოლებული და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ყველაზე კარგად ცნობიოლია იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებსაც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგი გახარიასთან  მეტნაკლებად უწევდათ შეხება.


ერთ-ერთი ასეთია ,,ალბატროსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელსაც ყოფილი პრემიერის მიმართ არცთუ სასიამოვნო დამოკიდებულება აქვს. ამის მიზეზი, როგორც ბეგიაშვილი აცახდებს, კომუნიკაციის დეფიციტია, რასაც ბიზნესების უმეტესობა წლების განმავლობაში განიცდის.


,,ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. თამამად შეიძლება თქმა, რომ უშედეგო იყო ამ პოსტზე მისი საქმიანობა. პრემიერ-მინისტრობის დროს კი გახარიას ჰყავდა გარკვეული ბიზნესმენების ჯგუფი, ვისთანაც ურთიერთობდა, დანარჩენებს მასთან კომუნიკაციის ელემენტარული საშუალება არ ჰქონდათ, რასაც ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. ვერ ვიტყვი, რომ რამეს დამპირდა, არაფერს, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია“, - აცხადებს ბეგიაშვილი და დასძენს, რომ თვითონ მოქმედი ხელისუფლებისთვის  დიდი  პრობლემაა ნეგატიური შეფასებები ყოფილი თანაგუნდელის მიმართ, რაც მოწმობს, რომ გუნდში არაჯანსაღი დამოკიდებულებებია.


,,ის, რომ გიორგი გახარიას ზედმეტსახელი ,,ბოლი“ იყო და ეს გაჟღერდა, ცუდი რამის მანიშნებელია. გამოჩნდა, რომ,  მმართველ გუნდში არაჯანსაღი დამოკიდებულებებია. ცხადია, მე ჩემი აზრი გამაჩნია ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ კობახიძის დამოკიდებულება კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ გამოჩნდება, ვის რა მეტსახელით მოიხსენიებენ, კიდევ წამოცდებათ. დღესაც ეყოლებათ ისეთი, რომელსაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ზედმეტსახელს დაარქმევენ. არ შეიძლება ასე იყოს. მესმის, გახარიამ ვერაფერი გააკეთა, შეიძლება, მართლაც ,,ბოლი“ იყო, მაგრამ 30 წელია ბიზნესში ვარ და ერთი ადამიანი არ მახსოვს, ხელისუფალი, ვინც რამე გააკეთა.  საზღვარგარეთ ვცხოვრობდი დიდი ხანი - შვეიცარიაში, მთელი რიგი ბენეფიტებია, ბიზნესი და ბიზნესმენები საზოგადოების წამყვან ძალად მიიჩნევა, პრივილეგირებული არიან, რის შესაძლებლობასაც ქართული ბიზნესი მოკლებულია“, - დასძენს დავით ბეგიაშვილი.


მეტიც, ბიზნესმენ კობა ნაყოფიას განცხადებით, მმართველ გუნდში ბევრი მატყუარაა, რომელიც ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ,,აბოლებს“, ამ სიტყვის კობახიძისეული განმარტებით.



,,ირაკლი კობახიძე და გახარია ,,ქართული ოცნების“ განშტოებებია. ერთიც და მეორეც,  ცხრა წელიწადია, მოსახლეობას და ბიზნესს რიგრიგობით ატყუებენ.  ახლა კი ერთმანეთს დაერივნენ, როცა ბიზნესისთვის არც ერთს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, არაფერი გაუკეთებია. ახლაც ცდილობენ, ,,დააბოლონ“ მოსახლეობა და დაარწმუნონ, რომ წამლის ფასებს შეამცირებენ, ახლა გაახსენდათ!  იგივე არაფრისმომცემი განცხადება გაკეთდა ყურძნის ფასთან დაკავშირებითაც.  არც ერთი დაპირება არ არის შესრულებული, ამის გამო ქვეყანა სიღატაკის ზღვარზეა“, - აცხადებს ნაყოფია.


ჩვენს მიერ გამოკითხული ბიზნესმენებიდან კომპანია ,,ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე ერთადერთია, რომელმაც განაცხადა, რომ გახარიას არ იცნობს და ვერ დაადასტურებს, რამდენად შეეფერება მას ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გასაჯაროებული მეტსახელი.


,,გახარიასთვის უჩვეულო არაფერი შემიმჩნევია.  წესიერად იქცეოდა პარლამენტში. რაც ითქვა და მოხდა,  ჩემი საქმე არ არის. კობახიძის ნათქვამი რომ დავადასტურო, ყოფილ პრემიერს უნდა ვიცნობდე, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, არც ომბუდმესმენის თანამდებობაზე ყოფნისას, არც შემდეგ, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა.  არ ვიცი, შერქმეული სახელი რით დაიმსახურა და მართლა არის თუ არა მატყუარა “, - აღნიშნა თოფაძემ.


ის, რომ გახარიას ზედმეტსახელი გუნდის შიგნით ,,ბოლი იყო, როგორც ვიცით, საზოგადოებისთვის ირაკლი კობახიძისგან გახდა ცნობილი.


„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ერთ-ერთ გადაცემაში.


გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 18 თებერვალს დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. მოგვიანებით გახარია ახალი პოლიტიკური პარტიით „საქართველოსთვის“ დაბრუნდა პოლიტიკურ არენაზე.

მარი ჩიტაია




„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი
access_time2021-09-15 18:55:05
„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე...

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს
access_time2021-09-16 13:00:41
ბიზნესისა და სახელმწიფოს მოლაპარაკებები კოვიდ 19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორებს შეხვდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან...

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-09-15 18:00:02
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს 3.1053-იანი კურსი დაფიქსირდა. საერთასორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.63 თეთრით 3.6822-მდე გაუფასურდა, ბრიტანულ ფუნტთან 1.50 თეთრით 4.3039-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან კი ყველას მიმართ გაუფასურდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3690-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8336-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით...

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს
access_time2021-09-16 11:00:23
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს. „ჩვენ ბევრად დიდი სასტუმრო ვართ, ჩვენი კომპლექსი 40 ჰექტარზეა განლაგებული და ის სერვისები, რასაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ განტვირთვის...

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია
access_time2021-09-16 14:00:32
საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, თითქმის 75%-ს, იმაზე ბევრად ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვს, ვიდრე საშუალო ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელია ქვეყანაში. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა აროშიძემ განაცხადა. ამ თვალსაზრისით, როგორც პროფესორმა აღნიშნა, ეჭვს იწვევს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი, რომლის თანახმადაც, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური...


მსგავსი სიახლეები

up