ბიზნესმენები ახალ პრემიერთან შეხვედრისთვის ემზადებიან

ბიზნესმენები ახალ პრემიერთან შეხვედრისთვის ემზადებიან

person access_time2016-01-11 09:09:27

მთავრობის ახალ მეთაურთან პირველ შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლები დაგეგმილი და არსებული რეგულაციების საკითხს დააყენებენ და გიორგი კვირიკაშვილს სამომავლო გეგმებზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოსთხოვენ.

 

ახალმა პრემიერმინისტრმა მთავრობის პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ ბიზნეს და სხვა საქმიან წრეებთან შეხვედრას აპირებს. შესაბამისი ღონისძიების ორგანიზება კი ბიზნესომბუდსმენს დაავალა. კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა სურს არამარტო მსხვილ ბიზნესმენებთან, არამედ მცირე, ახალ მეწარმეებთანაც.

 

ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა, თუმცა, საინტერესოა კონკრეტულად რა საკითხების დაყენებას გეგმავენ ბიზნესის წარმომადგენლები შეხვედრაზე, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი ახლა უკვე პრემიერის რანგში დაესწრება?

 

 

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ კორძახია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ცვლილებები რეგულაციების მიმართულებით, კონკრეტულად შრომის, მომხმარებელთა უფლებებისა და კონკურენციის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ახლა მომზადების სტადიაშია.

 

„საინტერესოა, როგორი იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლების ხედვა. როგორ იქნება მომდევნო 1-2 წელიწადში მსგავსი რეგულაციების საკითხი - შესუსტდება თუ უფრო გამკაცრდება. მაგალითად, ანტიდემპინგურ კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე კურსი გაგრძელდება, რაც ახლა მიდის?“,- აცხადებს კორძახია.


 

კორძახიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რა კურსს აიღებს ახალი პრემიერი განათლებასთან მიმართებით და გაგრძელდება თუ არა ახლა არსებული სტრატეგია, როდესაც ზოგადი განათლებისთვის ნახევარი მილიარდი იხარჯება, პროფესიული განათლებისთვის კი მხოლოდ 40 მილიონი.

 

„შემდეგი საკითხია იგეგმება თუ არა სიახლეები საგადასახადო და საინვესტიციო მიმართულებით. საინვესტიციო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებები თუ იქნება. როგორი იქნება ხედვა, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული ბიზნესგარემო და ა.შ.“,- აცხადებს მიხეილ კორძახია.

 

მისივე თქმით, პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც რეგულაციებსა და განათლების სფეროს ეხება, განსაკუთრებულად პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

 

„პირველ ორ საკითხზე ნამდვილად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან წინა წლებში ვინ ვინ და ეკონომიკის სამინისტრო იყო, ვინც იზიარებდა ჩვენს ხედვებს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთაქვათ, რომ ამ მიმართულებებით რეგრესი არ იქნება“,- აცხადებს მიხეილ კორძახია.

 

აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილიც ამბობს, რომ შეხვედრაზე ისაუბრებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე, როგორიც არის საპენსიო რეფორმა და ანტიდემპინგური კანონპროექტი.

 

„უნდა გავიგოთ, როგორი ფორმით აპირებენ ცვლილებას  ეკონომიკური მიმართულებით, თუ რამეს აპირებენ. ასევე, როგორ მოხდება კონსულტაციები ბიზნესთან. იყო დიდი მსხვილი თემები, როგორიც არის საპენსიო რეფორმა - რა პოზიცია აქვს მთავრობას. გამომდინარე იქიდან, როგორ წავა პროცესი, საკითხები შესაძლოა გარღმავდეს. ანტიდემპინგური კანონპროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ასეთი ფორმით კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია. მოლოდინი გვაქვს, რომ ცვლილებები იქნება“,- აღნიშნავს ზურა ლალაზაშვილი.

 

 

მისივე თქმით, სწორედ პირველი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად არის ძირეული ცვლილებები მოსალოდნელი ეკონომიკური მიმართულებით ახალი პრემიერმინისტრის პირობებში.




გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“
access_time2019-10-19 10:00:32
„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა. „ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა...

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა

მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა
access_time2019-10-18 20:37:41
მარი ანნა რურუასა და გიორგი რურუას შემდეგ მთავარი არხის წილი საქართველოს უნივერსიტეტმაც იყიდა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.   ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, კახაბერ ანჯაფარიძის საკუთრებიდან არხის 2-პროცენტიანი წილი 2 ათას ლარად გაიყიდა და საქართველოს უნივერსიტეტს ერთი კვირის ვადაში 200 ათასი...

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა
access_time2019-10-18 17:55:11
ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს. „უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური...

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
access_time2019-10-18 18:00:13
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა.  „კომერსანტი“ გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს. ძირითადი მიგნებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5% იქნება, რაც საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია. დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.95 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე...


მსგავსი სიახლეები

up