ბიზნესმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ხორბლის სახმელეთო გადაზიდვის აკრძალვა

ბიზნესმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ხორბლის სახმელეთო გადაზიდვის აკრძალვა

access_time2018-09-18 15:00:00

ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება, რომელის 1 ოქტომბრიდან ხორბლის და მარცვლეულის სახმელეთო გადაზიდვებს აჩერებს, 19 -მა ბინესოპერატორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. 


მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარის ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, სარჩელს 19 კომპანია აწერს ხელს, რომლებიც მეფრინველეობის დარგში, ხორბლის  სახმელეთო გზით გადაზიდვის და საფურაჟე მარცვლეულის წარმოების სეგმენტში საქმინობენ: 


„ფინანსთა მინისტრის დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ველოდებით ვერდიქტს. ჯერ ამ საკითხის განხილვა სასამართლოში არ დაწყებულა და, ვფიქრობთ, რომ ფინანასთა მინისტრმაც თავისი ბრძანებულებს ვადა 15 სექტემბრიდან გადასწია 1 ოქტომბრამდე. ჩვენ ვერდიქტს ველოდებით,“  ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი. 


მისი თქმით,  ფინანსთა მინისტრი ამ გადაწყვეტილებით, გარკვეულ ბიზნესჯგუფებს ლობირებს, რომელებსაც მარცვლეული საზღვაო და სახმელეთო გზით გადააქვთ:


„მანდ არის კონკრეტული მიზანი, რაც იყო 2008 წელს კვერცხთან და 2010 -ში ქათამთან მიმართებაში. და ასევე რატომ მოხდა თავის დროზე დღგ-ს გადასახადის შემოღება მარცვლეულზე. ახლაც მიზანია კონკრეტული ჯგუფების ლობირება და ფულის გაკეთება. ახლაც  გარკვეულ ბიზნესჯგუფებს ლობირებენ პორტებში და რკინიგზაში,“ -ამბობს ზურაბ უჩუმბეგაშვილი. 



ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხორბლის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივია


„ბიზნესზე არანაირი ზეწოლა არ ხდება. საქართველოს ტერიტორიაზე მანქანებით ხორბლის ტრანსპორტირებასა და ტრანზიტზე შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე იყო ძალიან დიდი რიგები, ტურისტები ვერ ახერხებდნენ შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან. ჩვენი ინფორმაციით, განსაკუთრებით, ეს პრობლემა აღინიშნებოდა ლარსის გამშვებ პუნქტზემივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არსებობს გაცილებით ცივილიზებული და ეფექტური გზა, ეს არის საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება და სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად, ყოველთვის ამ გზით ხდებოდა ხორბლის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში და ასევე საქართველოში შემოტანა. ჩვენი აზრით, ეს არანაირ დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც არანაირ გაძვირებასთან არ ექნება კავშირი. ეს არის ცივილიზებული და სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.



საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1 სექტემბრიდან საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ხორბლის სარკინიგზო გადაზიდვაზე ტარიფი განახევრდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზაში დაადასტურეს


ნინო ნატროშვილი








ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...


მსგავსი სიახლეები

up