ბიზნეს–კურიერი: საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ერთერთი ხელმძღვანელი დავით საგანელიძის ძმისშვილია

ბიზნეს–კურიერი: საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ერთერთი ხელმძღვანელი დავით საგანელიძის ძმისშვილია

access_time2016-02-08 10:32:55

რა დგას ავსტრიული კომპანიის Humanity Georgia–ს მიღმა, რომელმაც საქართველო იაფი მედიკამენტებით უნდა მოამარაგოს? – თემაზე მასალა გადაცემა „ბიზნესკონტაქტმა“ მოამზადა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ მთავრობა „ჰუმანიტის“ 30 მილიონ დოლარს აძლევს იმისთვის, რომ კომპანიამ მის მიერვე შექმნილი 700 წამლის წარმოება დაიწყოს.


მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, „ჰუმანიტიმ“ მედიკამენტები უკვე შეიტანა კლინიკებში და შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთოს, თუმცა ეს გადაწყვეტილი არ არის და შესაძლოა სხვა კომპანიებიც გამოჩნდნენ, თუმცა „ჰუმანიტი“ ამ ეტაპაზე ერთადერთია და მას ხელისუფლება 30 მილიონ დოლარსაც აძლევს საპარტნიორო ფონდიდან ქარხნის ასაშენებლად.

 

„ბიზნესკურიერი“ აღნიშნავს, რომ ნაკლებსავარაუდოა მსგავსი მოტივაცია ყველა დანარჩენი კომპანიისთვის შეიქმნას. 



ამასთან, როგორც კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაშია ნათქვამი, კომპანიის დირექტორის მოადგილედ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის  ძმისშვილი გიორგი საგანელიძე მუშაობს. 


იგი წლების მანძილზე სადაზღვევო კომპანია არქიმედეს გლობალ ჯორჯიას  დირექტორის პოსტზე მუშაობდა, რომელიც 2013 წლის ბოლოს გაკოტრდა. მას სახელმწიფოსა და პროვაიდერი კლინიკების მრავალმილიონიანი ვალი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი საგანელიძე წარუმატებელი კომპანიის ყოფილი მენეჯერია, მას „ჰუმანითის“ დირექტორი მოიხსენიებს, როგორც უნიკალური მენეჯერული თვისებების მქონე მმართველს და კმაყოფილია მისი მუშაობით.

 

ანდრეი კუზმა ამბობს, რომ საპარტნიორო ფონდთან გიორგი საგანელიძის ნათესაური კავშირი პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან, მისი თქმით, საგანელიძე მათთან 2015 წლის აპრილიდან მუშაობს, ვიდრე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნებოდა. თუმცა „ბიზნესკონტაქტი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 30 მილიონიანი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდმა „ჰუმანიტის“ სწორედ დავით საგანელიძის ხელმძღვანელობისას გამოუყო.



რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up