#ბიზნესიზრუნავს
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად „კლიპარტი“ ახალ კამპანიას იწყებს - #ბიზნესიზრუნავს. კამპანიის მიზანია, პასუხისმგებლიანი ბიზნესების ამ მიმართულებით აქტივობების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება.
„კლიპარტის“ უმთავრესი ამოცანა თავიდანვე იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომაცაა ჩვენი სლოგანი „მედია ბიზნესისთვის“. რაც შეეხება #ბიზნესიზრუნავს, ამ კამპანიის ფარგლებში ფართო საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კომპანიების აქტიურობის შესახებ Covid-19-თან ბრძოლაში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციები როგორც ფულადი შემოწირულობის, ისე სხვა აქტივობების შესახებ, როგორიცაა დაზარალებული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეების მატერიალური თუ სერვისების კუთხით აღმოჩენილი დახმარება“, – მოგვითხრობს ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ კომერციული დირექტორი თამთა კალანდაძე.
მისივე თქმით, „კლიპარტი“ თავად დაამყარებს კომუნიკაციას პასუხისმგებლიან ბიზნესებთან.
„ჩვენ, პირველ რიგში, ვისარგებლებთ stopcov,ge-ზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით. ამ კომპანიების უმრავლესობის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის, თუმცა მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. აქედან გამომდინარე, თავად კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ „კლიპარტს“ და გააცნონ თავიანთი აქტივობები ამ მიმართულებით“, – ამბობს თამთა კალანდაძე.
კომპანიებს შეეძლებათ, დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 598 67 77 79, ან გაგზავნონ ინფორმაცია თავიანთი აქტივობების შესახებ ელექტრონულ მისამართზე info@clp.ge.
ინფორმაციები განთავსდება 5-დან 10-მდე პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს ვებპორტალზე, გაზიარდება ამავე საშუალებებისა და სხვა სოციალურ გვერდებზე, რაც, საერთო ჯამში, საკმაოდ ფართო აუდიტორიას მოიცავს, პრაქტიკულად, საქართველოს მთელ მოსახლეობას. ასევე, „კლიპარტის“ საბანერო ზონების დიდი ნაწილი, პოპულარულ საინფორმაციო საიტზე, დაეთმობა კამპანიას და გამოჩნდება ბანერები ამ კომპანიების ლოგოებით.
„სოციალური პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, „კლიპარტისთვისაც“ პრიორიტეტია. ჩვენი სააგენტოს მხრიდან ეს პირველი კამპანია არ არის. ზოგადად, „კლიპარტი“ აქტიურად მუშაობს საზოგადოების სწორად ინფორმირების მიმართულებით. Covid-19-ის გამო შექმნილ ვითარებაში სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს როგორც მთავრობასთან, ისე უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან. როდესაც #დარჩისახლში კამპანიის ფარგლებში პრაქტიკულად გასამმაგებულია ინტერნეტმოხმარება და ციფრული სერვისების საჭიროება, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ბიზნესსა და საზოგადოებას სჭირდება“, – აცხადებს თამთა კალანდაძე.
(NS)